რაში გვეხმარება ალოე? გაიგეთ მისი საოცარი თვისებების შესახებ

1304

რაში გვეხმარება ალოე? გაიგეთ მისი საოცარი თვისებების შესახებ

ყველა კარგად იცნობს ალოეს და მის თვისებებს ჯანმრთელობის სასარგებლოდ.

ალოეს წვენის მცირე დოზა აძლიერებს მადას, გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ, კანის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებუს სამკურნალოდ, სწრაფად ახორცებს ჭრილობებს. მასში შემავალი პოლისაქარიდები აძლიერებს იმუნიტეტს.

ოთახის ალოე არასასურველ პირობებში აგროვებს ბიოგენურ სტიმულატორებს.

ალოეს წვენის ეფექტიანობის გასაძლიერებლად საჭიროა მოჭრილი ფოთლები 8-12 დღეღამე შეინახოთ 6-8°C -ზე მაცივარში. წვენის მისაღებად უმჯობესია ფოთლები ხელით დააქუცმაცოთ და არა დანით, გაფილტრეთ სამმაგ მარლაში და 3 წუთი ადუღეთ.

ალოე აგრეთვე შეიძლება გამოიყენოთ სხვადსხვა შემთხვევაში:

აკნეს (ცხიმგროვა) შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე წაისვით დაზიანებულ კანზე ალოეს წვენი, როგორც სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

მწვავე მეტეორიზმის (ყაბზობა) დროს მიიღეთ 30 წვეთი წყალში გაზავებული ალოე საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სოკოვანი დაავადებისას ალოეს გულში ან წვენში დაასველეთ ბამბის ტამპონი და დღეში რამდენჯერმე წაისვით დაავადებულ ადგილზე. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ახალი წინდები.

მწერების ნაკბენზე რამდენჯერმე წაისვით ახალმოჭრილი ფოთლის წვენი. მოგიხსნით ქავილს და შეაჩერებს შეშუპებას.

დამწვრობისას, როგორც კი წვა გაგინელდებთ, რაც შეიძლება სწრაფად წაისვით ალოეს წვენი გაწითლებულ ადგილზე.

იმუნიტეტის ასამაღლებლად ცივ და ნესტიან ამინდში მიიღეთ ალოეს წვენის 20-20 წვეთი 5- ჯერ დღეში 1- 2 თვის განმავლობაში.

პაროდონტოზის ( ღრძილებიდან სისხლდენის) დროს კბილები კარგად გაიხეხეთ და გამოივლეთ პირში 1ს/კ ალოეს ექსტრაქტი ან დაღეჭეთ ახალმოჭრილი ფოთოლი. მკურნალობა გააგრძელეთ განკურნებამდე.

სურდოს დროს ცხვირში ჩაიწვეთეთ ახალგამოწურული ალოეს 5-6 წვეთი 2-3 ჯერ დღეში - რამდენიმე საათის შუალედობით.

ჯიბლიბოს დროს 5 გ ალოეს ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 6 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და გაიკეთეთ სველი საფენები ჯიბლიბოებზე.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მოამზადეთ ასეთი სასმელი : 100 გ ალოეს წვენში დაუმატეთ 500 გ კაკალი, 300 გ თაფლი და 2-3 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში, ერთი საათით ადრე ჭამამდე. განსაკუთრებით სასარგებლოა დასუსტებული ადამიანების და ბავშვებისთვის.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია