იცით, რატომაა რეკომენდებული უმი ნივრის ჭამა უზმოზე?

631

იცით, რატომაა რეკომენდებული უმი ნივრის ჭამა უზმოზე?

ძალიან სასარგებლო პროდუქტია!

როდესაც საქმე ეხება დეტოქსიკაციას, ალტერნატიული მედიცინის სფეროში ნიორი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საკვებად. მედიცინის ამ დარგის ექიმები ამბობენ, რომ უმი ნიორი იმდენად ძლიერია, რომ ასუფთავებს ორგანიზმს პარაზიტებისა და ჭიებისგან, ხელს უწყობს ისეთი დაავადებების თავიდან აცილებას, როგორიცაა დიაბეტი, ტიფი, დეპრესია.

გულ-სისხლძარღვთა კვლევითი ცენტრის მედიცინის სკოლაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაქუცმაცებული ახალი ნიორი უფრო ჯანსაღად მოქმედებს გულზე, ვიდრე მშრალი ნიორი.

უმი ნივრის ჭამის წარმოუდგენელი სარგებელი ჯანმრთელობისთვის

  • ხელს უშლის ძირითადი და პერიფერიული არტერიების დაბერებას და ობსტრუქციას
  • ნივრის სამკურნალო თვისებები ხელს უწყობს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას
  • ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნიორი აძლიერებს იმუნურ სისტემას, შესაბამისად ზრდის ორგანიზმის უნარს გაუძლოს გარემოს მავნე ზემოქმედებას
  • ნიორი კლავს სხვადასხვა ბაქტერიების დიდ რაოდენობას, ასევე ხელს უწყობს გულის დაავადებებისგან დაცვას
  • ნიორი ამცირებს ღვიძლში ტრიგლიცერიდების სინთეზს, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას
  • ნიორი აქვეითებს არტერიულ წნევას და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები
  • ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და გაციების ეფექტური საშუალებაა
  • ნივრის გამოყენება რეკომენდებულია ნერვული სისტემის დარღვევის დრო, ის ასევე ხელს უწყობს გლიობლასტომის მულტიფორმის უჯრედების მოკვლას, ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დროს
  • ნიორი ასევე მოქმედებს როგორც ანტიკოაგულანტი, რომელიც ათხელებს სისხლს და ხელს უშლის საშიში სისხლის შედედების წარმოქმნას (ხელს უწყობს ინსულტის ან გულის შეტევის რისკის შემცირებას)
  • ნივრის გამოყენება შესაძლებელია გარედანაც: წაისვით პირდაპირ მწერის ნაკბენზე ან ცხოველის ნაკბენზე, ან გამოიყენეთ მცირე რაოდენობით ნიორი მეჭეჭების მოსაშორებლად

გასათვალისწინებელია, რომ ნივრის სრული სარგებლობის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია მისი ნედლი მოხმარება, რადგან მოხარშულმა ნიორმა შეიძლება დაკარგოს თავისი თვისებების 90%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ ნივრის გემო და სუნი შეიძლება იყოს უსიამოვნო და ძლიერი, მისი სარგებელი აუცილებლად შეავსებს ამ დისკომფორტს.

გაითვალისწინეთ რჩევები!

ჩვენო ერთგულო მკითხველო ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები