ამ უმარტივესი და ეფექტური ნიღბების დახმარებით, შავ წერტილებს სამუდამოდ მოიშორებთ!

1737

შავი წერტილების მოსაშორებელ ხალხურ საშუალებებს შორის თიხა გამორჩეულია. მის საფუძველზე დამზადებული ნიღბები არა მხოლოდ ასუფთავებს ფორებს, არამედ პრობლემური კანის მდგომარეობასაც უმჯობესებს.
ჩვენ გთავაზობთ ნიღბების სამ ვარიანტს, რათა ეს პრობლემა მარტივად მოაგვაროთ.

თიხის ნიღბები:

თეთრი თხისა და ასპირინის ნიღაბი
გახსენი 1 ჩ/კ თიხა და 3 აბი დაფშვნილი ასპირინი ცოტაოდენ თბილ წყალში. მიღებულ მასას გადაინაწილებთ სახეზე და დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში. ამ ნიღბის გამეორება შეგძლიათ კვირაში 2-ჯერ.

სილიციუმის მჟავისა და თეთრი თიხის ნიღაბი
შეურიეთ თხევადი სილიციუმის მჟავა და თიხა ერთმანეთში. წაისვით მიღებული შესქელებული მასა პრობლემურ ადგილზე, როდესაც ნიღაბი გაშრება, ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით.

შავი წერტილების საწინააღმდეგო ინტენსიური ნიღაბი
2-3 ს/კ შავი თიხა გახსენი ცოტაოდენ მცენარეულ ნაყენში ( მაგალითად კრაზანას ან ვირისტერფას ნაყენი), დაუმატეთ 1ჩ/კ ლიმონის წვენი და ერთი წვეთი ეთერზეთი.

თიხის ნიღბები მომენტალურად გაგათავისუფლებთ თქვენ შავი წერტილებისა და კანის სხვა პრობლემებისგან. რაც მთავარია, ეს არის ხელმისაწვდომი და მარტივი საშუალება, რომელიც არაფერს გავნებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია