მოიშორეთ მაზოლები ამ ხალხური საშუალებებით და დაემშვიდობეთ მათ სამუდამოდ

5951

მოიშორეთ მაზოლები ამ ხალხური საშუალებებით და დაემშვიდობეთ მათ სამუდამოდ

მაზოლი- კანის გარქოვანების დარღვევით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც კანზე ფიზიკური ზემოქმედებით ან ინტენსიური ხახუნით ჩნდება. მაგალითად: მოჭერილი ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის ტარება წინდის გარეშე, სახსრების დეფორმაცია, სიმსუქნე, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა.

მაზოლები ჩდება ტერფებზე, ფეხის თითებსა და ქუსლებზე. ეს დაავადება საკმაოდ მტკივნეულია, განსაკუთრებით ზეწოლისას. მაზოლების მოსაშორებლად საუკეთესო გზაა ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა რომ კანი დარბილდეს, შემდეგ გამოიყენეთ პემზა. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.

ასევე კარგი მეთოდია, ძილის წინ ფეხების შეზელვა წითელი ხახვით.

ხახვისა და ძმრის ნიღაბისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 2 ხახვის თავი, ცოტაოდენი ღვინის ძმარი.

როგორ მოვამზადოთ: დაასველეთ ხახვი ძმარში და წაისვით. შეიხვიეთ ბინტით და ამოიცვით წინდები. დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით გაიხეხეთ ქუსლები.

ჭინჭრის ნარევი

დაგჭირდებათ: ერთი მუჭა ჭინჭრის ღეროები და ყვავილები, ცოტა წყალი.

მომზადება: ჭინჭარი გაატარეთ, რომ წვენი გამოიღოს, აურიეთ იგი წყალში და დააბლენდერეთ. მიღებული ნარევი წაისვით მაზოლზე, გააშრეთ ჰაერზე.

ლეღვის წვენზე დამზადებული ნარევი

ლეღვი ბრწყინვალე წამალია. საკმარისია, წვენი გამოწუროთ და რამდენიმე წვეთი წაისვით მაზოლზე.

ლიმონი

ზუსტად იგივე ეფექტი აქვს ლიმონს, რადგან მის შემადგენლობაში არსებული ციტრუსის მჟავა ძალზე ეფექტურია მაზოლის საწინააღმდეგოდ. შეგიძლიათ უბრალოდ წაისვათ მაზოლზე ლიმონის ნაჭერი, შეიფუთეთ ფეხები, ჩაიცვით წინდები და დილამდე გაიჩერეთ.

გვირილის ნაყენი

გვირილას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის მაზოლის მკურნალობა.

დაგჭირდებათ: 4 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილები, 1 ლიტრი წყალი.

მომზადების მეთოდი: მოხარშეთ გვირილა 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გააგრილეთ. გადაიტანეთ ჭურჭელში და გააზავეთ წყალში. ჩაალგეთ ფეხები ნარევში და გედოთ სანამ არ გაცივდება. უხეში კანი უფრო რბილი გახდება. შეგიძლიათ ასევე გაიხეხოთ ქუსლები.

ისპანახის კომპრესი

ეს ნარევი დაგეხმარებათ მაზოლების მოცილებაში და დაგირბილებთ ფეხებს.

მომზადების მეთოდი: დაჭყლიტეთ ისპანახი და ჩადეთ ბინტში, დაიდეთ 20 წუთის განმავლობაში.

როგორ დავაღწიოთ მეჭეჭებს თავი?

მეჭეჭები გამოწვეულია პაპილომა ვირუსით, გადამდებია და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. ისინი შეიძლება ადამიანის სხეულის ნებისმიერ ადგილას გამოჩნდეს, მაგრამ, როგორც წესი, ყველაზე მტკივნეულია ფეხებზე და ხელს უშლის ნორმალურ სიარულს. გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს.

ნიორი

მისი ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება ხელს უწყობს მეჭეჭების გაქრობას. დაჭერით ერთი კბილი ნიორი და წაისვით მეჭეჭზე. დაიფარეთ ტამპონით და გააჩერეთ მთელი დღის განმავლობაში.

ალოე ვერა

ალოე ვერას საოცარი თვისებები არაეთხელ მოგვისმენია, იგი ამ შემთხვევაშიც ძალიან ეფექტურია. თუ სახლში ალოე ვერა გაქვთ, აიღეთ ერთი ფოთოლი, გაჭერით სიგრძეზე და მოაცილეთ რბილობი. წაისვით პირდაპირ მეჭეჭზე. ალოე გედოთ კანზე მინიმუმ ორი საათის განმავლობაში.

ვაშლის ძმარი

ეს საშუალება არამარტო მაზოლების მოსაცილებლად არის ეფექტური, იგი გასაოცარ შედეგს იძლევა მეჭეჭების მკურნალობისას. უმჯობესია ძმარი წაისვათ ღამით ძილის წინ. ტამპონი დაასველეთ ძმრით და დაიდეთ მეჭეჭებზე. გარედან ამოიცვით წინდები. ორი კვირის შემდეგ ნახავს შედეგს თუ ყოველდღე გაიმეორებთ.

ეთერზეთები

ეთერზეთები ძალიან ეფექტურია მეჭეჭების საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით ესენი:

აბუსალათინის ზეთი; ჩაის ხის ზეთი; ლიმონის ზეთი. ეს ზეთები ძალიან ეფექტური ბუნებრივი ანტისეპტიკებია. თქვენ უბრალოდ უნდა წაისვათ რამდენიმე წვეთი პრობლემურ ადგილას და მსუბუქად შეიზილოთ კანზე. გააკეთეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს.

ბანანი

ბანანის ქერქი ძალიან მდიდარია კალიუმით, ამიტომ მას ჯანმრთელობისთვის სასაეგებლოა. ბანანის კანი შიგნიდან წაისვით მეჭეჭზე ყოველ საღამოს ორი კვირის განმავლობაში.

კოჭა

კოჭას ახალი ფესვი შერეული დაქუცმაცებულ, ნედლ ან მოხარშულ კარტოფილთან შესანიშნავი საშუალებაა მეჭეჭების საწინააღმდეგოდ. დაგჭირდებათ: 1 ნაჭერი კოჭა; 1ც კარტოფილი.

გახეხეთ კოჭა და შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი. წაისვით ნარევი მეჭეჭზე, გადაიფარეთ ბინტი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. გაიმეორეთ ყოველდღე სანამ მეჭეჭი არ გაქრება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია