გინდათ იცოდეთ როგორ დაიკლოთ წონაში სწრაფად და მარტივად იაპონური დილის ბანანის დიეტით?! მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია

3891

გინდათ იცოდეთ როგორ დაიკლოთ წონაში სწრაფად და მარტივად იაპონური დილის ბანანის დიეტით?! მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია

მიირთვუთ ყოველ დილით ბანანი და დაიკელით 5 კილოგრამამდე ერთ კვირაში და რაც მთავარია, ამ დიეტის დროს თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა და არც რაიმე კონკრეტული ცვლილებები თქვენს დიეტურ ჩვევებში. სწორედ ამიტომ გახდა ეს დიეტა პოპულარული, როცა ჰიტოში ვატანაბლემ გამოუშვა წიგნი “დილის ბანანის დიეტა”.

ეს უმარტივესია: დილით უნდა მიირთვათ ბანანი და ოთახის ტემპერატურის წყალი. დღის განმავლობაში კი ჭამთ რასაც გინდათ. ეს ხომ მართლაც ძალიან მარტივია?

დიდი რაოდენობით წარუმატებელი წონაში დაკლების მცდელობის შემდეგ, ვატანაბემ გადაწყვიტა გამოეცა ეს წიგნი, სადაც ყველა მისი მცდელობაა აღწერილი, მათ შორის მეცნიერული ცოდნაც მისი მეუღლისა, რომელიც აფთიაქარია და ატარებს კვლევებს პრევენციული მედიცინის სფეროში.

ერთად შექმნეს მეთოდი დილის ბანანის დიეტისა და ამან დიდი პოპულარობა მოიპოვა ადამიანებში, რომელთაც სულაც არ მოსწონთ სპორტულ დარბაზებში გაოფლიანება. მსუქან ადამიანს, როგორც წესი, ურჩევენ ვარჯიშს, რათა დაწვას რაც შეიძლება მეტი კალორია, მაგრამ ვატანაბე დაეხმარა მათ თავიდან აეცილებინათ დილის წამება და ურჩია მარტივი გამოსავალი : ბანანი დილით უზმოზე წყალთან ერთად და რაღა თქმა უნდა, არ უნდა მიიღოთ არაფერი ლანჩამდე.

ბანანი დატვირთულია მდგრადი სახამებლით, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს წონის დაკლების პროცესს.

რა თქმა უნდა, ყველა სახის სახამებელს აქვს თანაბარი ეფექტი. იგი იყოფა ათვისებად და მდგრად სახამებლის ჯგუფად. მდგრადი სახამებელი არ ხვდება წვრილ ნაწლავში, მაგრამ მიდის მსხვილ ნაწლავში, სადაც დუღილის პროცესი იწყება. ბაქტერიები გარდაქმნიან მდგარად სახამებელს მოკლე ცხიმოვან–მჟავეების ჯაჭვად, რომელიც ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას.

რამდენი ბაბანი უნდა ჭამოთ საუზმეზე? არ არსებობს განსაზღვრული წესი. უბრალოდ, უნდა ჭამოთ იმდენი ბანანი, რამდენიც თქვენ დაგანაყრებთ. იაპონელებს აქვთ წესი 80/20, მათ მიაჩნიათ, რომ არასოდეს უნდა გადატვირთოს ადამიანმა მისი კუჭ–ნაწლავი. (მიირთმევენ იმდენს, რომ დანაყრდნენ 80%–ით).

ყოველთვის დალიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი უზმოზე, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. დაელოდეთ 1 საათი და შემდეგ მიირთვით ბანანი. 20 წუთის შემდეგ თუ ისევ მშიერი ხართ, მიირთვით კიდევ ერთი ბანანი.

წიგნში ავტორი აღნიშნავს, რომ დიეტის დროს არ უნდა მიირთვათ რძე და ვახშამი უნდა იყოს 8 საათზე.

სადილად და ვახშმად შეგიძლიათ ის მიირთვათ, რაც გნებავთ, მაგრამ თუ შიმშილს გრძნობთ შუალედებში, შეგიძლიათ მიირთვათ ხილი.

რა ხდის ბანანის დიეტას განსაკუთრებულს?

– ის არის სუპერ ჯანსაღი

– ბანანი მდიდარია ბოჭკოვნებით, კალიუმით და ზრდის ენერგიას

– ბანანი არის იაფი

– რეგულარული საუზმე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და გინარჩუნებთ ენერგიას დღის განმავლობაში.

– თუ დილით არ სვამთ ყავას, ადვილად არეგულირებთ თქვენს სისხლში გლუკოზას და თქვენს მადას

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია