ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია: 12 სიმპტომი, რომლის იგნორირება დაუშვებელია

2011

ძირითადად, როდესაც რაღაც გვაწუხებს, ჩვენ უბრალოდ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. „ალბათ უბრალოდ ცივა, ან ცხელა, ან ასაკის ბრალია“– ვატყუებთ ჩვენ ჩვენივე თავს.

ზოგჯერ ეს მართლაც ასეა, მაგრამ უფრო ხშირად, ეს პრობლემები უფრო დიდ სამედიცინო პრობლემებზე მიანიშნებენ. ასე რომ, მნიშვნელოვანია წავიკითხოთ ჩვენი ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები.

როგორ გამოიყურება ფარისებრი ჯირკვალი


ფარისებრი ჯირკვალი- არის პატარა ორგანო ყელის მიდამოში და ფორმით პეპელას ჰგავს. დაუჯერებელია, მაგრამ ეს პატარა ორგანო უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. თუ ფარისებრი ჯირკვალი, ჰიპერაქტიური ხდება, ვითარდება ჰიპერთირეოზი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით. მაგრამ თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია და ის ჰორმონების არასაკმარის რაოდენობას გამოჰყოფს, ვითარდება ჰიპოთირეოზი.
წარმოგიდგენთ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 12 სიმპტომს:

1. მუდმივი დეპრესია

ჰორმონალური დარღვევები ზეგავლენას ახდენენ თქვენს განწყობაზე. ჰორმონების გამოყოფამ შესაძლებელია დეპრესიაში ჩაგაგდოთ, ან პირიქით, განწყობა აგიმაღლოთ.

2. ყაბზობა

თუ კუჭში გასვლისას დისკომფორტს განიცდით, შესაძლებელია ეს ჰორმონების ბრალია, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესს ანელებენ. ექიმ რობინ მილერის თქმით ეს ჰიპოთირეოზის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

3. ბევრი ძილი

დილით ადგომა ბევრს უჭირს, მაგრამ როდესაც გაღვიძება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, ესეიგი ორგანიზმში რაღაც ხდება.

4. თმის ცვენა და მშრალი კანი

თუ თქვენი კანი მშრალია და გაწუხებთ ქავილი, ეს შესაძლებელია ჰიპოთირეოზის სიმპტომი იყოს. ასევე, თუ თქვენმა თმამ მბზინვარება დაკარგა, ან თმა გცვივათ (ზოგჯერ წარბებიდანაც) ესეც შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობის ბრალი იყოს.

5. წონაში სწრაფი მატება

რა თქმა უნდა წონაში მატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგჯერ ეს ჰორმონალური დარღვევბის გამოც ხდება.

6. სექსისადმი ინტერესის დაკარგვა

ზოგჯერ ჰორმონალური დარღვევების დროს, ლიბიდო ქვეითდება.

7. კუნთების ტკივილი

თუ კუნთებში უეცარ ტკივილს ან კიდურების დაბუჟებას გრძნობთ, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვალი გაქვთ შესამოწმებელი. ექიმ მილერის თქმით, ჰორმონის ნაკლებობა აზიანებს ნერვებს და ისინი აგზავნიან სიგნალებს მთელ სხეულში, ამიტომაც გრძნობთ ტკივილს.

8. გულის ფანცქალი

ეს სიმტომი მეტყველებს იმაზე, რომ ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტ ჰორმონებს გამოჰყოფს.

9. კონცენტრაციის დაკარგვა

რა თქმა უნდა კონცენტრაციის დაკარგვას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ესეც ჰორმონალური დარღვევების ერთ–ერთი სიმპტომია.

10. მაღალი არტერიული წნევა

მაღალ არტერიულ წნევას, ზოგჯერ ჰიპოთირეოზი იწვევს, ასე რომ თუ ეს პრობლემა დიდი ხანი გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

11. მადის უეცარი მომატება და გემოვნებაში ცვლილებები

ჰორმონალური დარღვევა ჰიპოთირეოზი, ხშირად ცვლის გემოვნებას და არომატების აღქმას. ამავე დროს ჰიპერთირეოზი მადის მომატებას იწვევს. თუ ბევრს ჭამთ, და წონაში მატებას არ შეიმჩნევთ, შესაძლებელია ეს ექიმთან კონსულტაციის მიზეზი გახდეს.

12. ტკივილები, ან დისკომფორტი კისერში

ფარისებრი ჯირკვალი, ყელის მიდამოშია, ასე რომ ამ ნაწილში დისკომფორტის, ზოგჯერ ტკივილის გრძნობა სრულიად გასაგებია. ამიტომ, ხმის ტემბრის ცვლილება, ან ჩიყვი, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე მიანიშნებენ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია