ვიტამინი, რომელიც აორმაგებს ძუძუს სხვადასხვა დაავადების პრევენციის შანსებს!

1131

ვიტამინი, რომელიც აორმაგებს ძუძუს სხვადასხვა დაავადების პრევენციის შანსებს! ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს ეს

Ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა!

ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს ადრეული პრევენციის მნიშვნელობა, როგორც საუკეთესო შანსი ძუძუს ყველა სახის დაავადების წინააღმდეგ. საუკეთესო გზა ამ დამანგრეველი დაავადების რისკის შესამცირებლად არის თქვენი ცხოვრების სტილისა და ჩვევების შეცვლა.

GrassrootsHealth-ის დამფუძნებლის, კეროლ ბაგერლის თქმით, ძუძუს დაავადებების შემთხვევების 90% გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით და ამ ფაქტს ადასტურებს მრავალი კვლევაც.

D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, სერიოზული მდგომარეობები, რომელიც შეიძლება დამანგრეველიც კი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ვიტამინი D ორი წყაროს მეშევეობით: მცენარეებიდან, ვიტამინი D2 და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით, ვიტამინი D3.

როგორ უკავშირდება D ვიტამინი ძუძუს დაავადებებს?

2014 წელს ჩატარდა 4500-ზე მეტი პაციენტის მეტა-ანალიზი, რომელთაც ძუძუს სხვადასხვა პრობლემების დიაგნოზი ჰქონდათ. ანალიზმა აჩვენა, რომ D ვიტამინის მაღალი დონის მქონე პირებს ჰქონდათ გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე D ვიტამინის დაბალი დონის მქონეებს. ანალიზი ჩატარდა 9 წლის განმავლობაში და შედეგები იყო შეუდარებელი.

კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, პროფესორმა სედრიკ ფ. გარლანდიმ უფრო დეტალურად შეისწავლა D ვიტამინისა და მავნე უჯრედების ზრდას შორის კავშირი. ის განმარტავს, რომ მავნე უჯრედების ზრდა-პროლიფერაციას ხელს უშლის D ვიტამინის რეცეპტორები.ამიტომ, D ვიტამინის მაღალი დონის მქონე პაციენტები უფრო მეტად გადარჩნენ და დაძლეს დაავადება.

ადამიანები ამ კვლევის უკან მოუწოდებენ ექიმებს და ჯანდაცვის ექსპერტებს, აკონტროლონ თავიანთი პაციენტების D ვიტამინის დონე, როგორც პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი. ასევე მნიშვნელოვანია D ვიტამინის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უკვე დაუდგინდა ძუძუს სხვადასხვა სახის პრობლემები.

2011 წლის კვლევის მიხედვით, 50 ნგ/მლ D ვიტამინი ამცირებს ძუძუს პრობლემების შანსს 50%-ით.

როგორ გავზარდოთ D ვიტამინის დონე?

მეტი დრო გაატარეთ გარეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მზიანი ამინდია, თქვენი ორგანიზმი D ვიტამინის სინთეზირებას ახდენს მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან. ამისთვის კი არ არის საჭირო მთელი დღის მზეზე გატარება, საკმარისია ყოველდღიურად 15-20 წუთიანი მოკლე პერიოდები. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მზის სხივები შეიძლება საკმაოდ საშიშიც იყოს, ამიტომ თქვენ უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება და თავიდან აიცილოთ კანის დაავადებების რისკიც.

ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დანამატები, მაგრამ ჯერ შეამოწმეთ თქვენი D ვიტამინის დონე, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად გჭირდებათ ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შესაძლოა გქონდეთ ჭარბი დოზის განვითარების რისკი. ნებისმიერი დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მიირთვით ამ ვიტამინით მდიდარი საკვები – სოკო, ორაგული, ქაშაყი, სარდინი და რძე.

Facebook კომენტარები