ვაშლის ძმარი საოცრად სასარგებლო პროდუქტია ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ხელს უწყობს, პრაქტიკულად, ყველა ორგანოს გაჯანსაღებას და გარდა ამისა, ის სილამაზის ბევრ რეცეპტშიც გამოიყენება.
თმის მოვლისას ვაშლის ძმარი საოცარ ეფექტს იძლევა: თმა ხდება მბზინავი, ხშირი და აბრეშუმივით რბილი.
აი, რა შედეგებს იძლევა თმაზე ვაშლის ძმარი სისტემატური გამოყენების შემდეგ:
- კვებავს ძირებს;
- ანიჭებს ბზინვარებას, არბილებს;
- თმა ხდება პრიალა და დავარდნილი;
- აჩქარებს თმის ზრდას;
- აქრობს ქერტლს;
- აცილებს ზედმეტ ცხიმს;
- ახშირებს;
- ამაგრებს ძირებს;
- თმის დაყენება უფრო მარტივი ხდება;
- თმის ფერს უფრო მკვეთრს ხდის;
- კარგად აცილებს ლაქის ნარჩენებს;
- აღადგენს თავის კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს;
- თმა აღარ იმუხტება;
ვაშლის ძმრის გამოყენების მთავარი პირობაა – უნდა იყოს ნამდვილი ვაშლის ძმარი, დანამატების გარეშე. ვაშლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურძნის ან ჟოლოს ძმარიც, თუმცა ეს უკანასკნელი ვაშლის ძმარზე ძვირი ღირს.
გამოყენება:
1. აიღეთ ქვაბი ან პატარა ჯამი (დაახლოებით 1 ლიტრი ტევადობის), ჩაასხით გრილი წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი (არ გადააჭარბოთ ძმარი, თორემ თმიდან სუნს ვერ მოიცილებთ). თუ მაინც გეშინიათ, თმამ ძმრის სუნი არ აიღოს, დაუმატეთ მასაში ცოტაოდენი ეთერზეთი. თმისთვის ყველაზე სასარგებლო ეთერზეთია – ილანგ-ილანგი.
2. დაბანის შემდეგ გადაივლეთ ძმრიანი წყალი და აღარ ჩამოიბანოთ. სველ თმაზე იგრძნობთ ძმრის სუნს, თუმცა, როგორც კი თმა გაშრება, სუნი გაქრება.
3. ძმრის გადავლების შემდეგ გაიწურეთ თმა და შეიფუთეთ პირსახოცით. როცა შეშრება, მოიხსენით პირსახოცი, დაივარცხნეთ და ფენის გარეშე გაიშრეთ.