კარტოფილის გამოყენების 10 საინტერესო გზა – ეს ყველამ უნდა იცოდეს
კარტოფილი ყველასათვის საყვარელი საჭმელი და სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება.
ბევრი სასარგებლო თვისებიდან გამომდინარე, მას სამკურნალოდ, თავის მოვლისთვის და საშინაო საქმეებისთვისაც კი იყენებენ.
გთავაზობთ კარტოფილის გამოყენების 10 წესს:
- ვერცხლის გაპრიალება
ვერცხლის ნივთების გასაპრიალებლად აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული საშუალებები, საკმარისია მოვხარშოთ რამდენიმე ცალი კარტოფილი ამოვიღოთ ისინი ქვაბიდან და ამ ნახარშში ჩავაწყოთ ვერცხლის ჭურჭელი ან ნაკეთობა, რომლის გაწმენდაც გვინდა გავაჩეროთ 20 წუთი და ამოვიღოთ, როდესაც ნაჭრით გავამშრალებთ ვნახავთ, რომ სასურველი შედეგი მიღწეულია.ვერცხლის გაწმენდის ეს მეთოდი მოიგონეს ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ვერცხლის მონეტა იყო ბრუნვაში.
2. ფეხსაცმლის გაპრიალება
ამ უნიკალური ბოსტნეულით შეგვიძლია გავაპრიალოთ არამარტო ვერცხლი, არამედ ფეხსაცმელიც.უმი კაროფილი გავჭრათ ორ ნაწილად და ერთი ნაწილი წაუსვათ ფეხსაცმელს, ცოტა ხანს გავაჩეროთ და შემდეგ გავწმინდოთ რბილი ჯაგრისით ან ნაჭრით.რეზულტატით აღფრთოვანებული დარჩებით.
3. ჯანმრთელობის გაუმჯობესება
კარტოფილის წვენი მდიდარია ვიტამინებით, ამიტომ ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია წვენსაწურში კარტოფილთან ერთად სტაფილოს წვენის გამოხდაც და ერთად მიღება.
4. სახის კანის გაწმენდა
სახის კანის გაწმენდის არაჩვეულებრივი საშუალებაა კარტოფილი, მით უფრო თუ პრობლემური სახის კანი გაქვთ. კარტოფილი გახეხეთ და გაიკეთეთ ამ ნარევისაგან სახის ნიღაბი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. თქვენ მიიღებთ გაწმენდილ, ერთფეროვან და გლუვ სახის კანს.
5. იღლიების გათეთრება
აიღეთ ერთი საშუალო კარტოფილი, გარეცხეთ, გახეხეთ სახეხზე და შეიზილეთ იღლიაში, სავალდებულოა გაიჩეროთ ნახევარი საათით ანუ სრულ გამოშრობამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ წყლით. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ სასურველი შედეგი თვალნათელი გახდება.
6. ფეხის სოკოს მკურნალობა
სოკოს მოსაშორებლად საკმაოდ ეფექტურია უმი კარტოფილი. დაჭერით თხელ ნაჭრებათ, უმ მდგომარეობაში დაიდეთ დაზიანებულ ადგილას და წებოვანი ლენტის ან პლასტირის მეშვეობით გაიჩერეთ ნახევარი საათის მანძილზე. მკურნალობის პროცედურები ერთი თვე ჩაიტარეთ, შედეგს აუცილებლად ნახავთ.
7. ოსტეოქონდროზის მკურნალობა
გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. გამდნარი ერბო, 1 ს.კ. მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩკ. კოჭა (იმბირი) და 4-5 ც. გახეხილი ბოლოკი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ დოლბანდზე.
დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი – დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.
8. ვარიკოზული ვენების მკურნალობა
ვარიკოზული ვენების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და იაფო გზა სწორედ კარტოფილია. გახეხილი უმი კარტოფილი ფეხებზე დაიდეთ, შეიხვიეთ საჭმლის შესაფუთი ქაღალდით და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
9. თვალის ირგვლივ სიშავეების გაქრობა
თვალის ორგვლივ არსებულ სიშავეებს კარტოფილი ეფექტურად ებრძვის. სახლის პირობებში შეგიძლიათ მარტივი რეცეპტი მოამზადოთ. 1ს/კ თაფლი, 1ს/კ კიტრის წვენი და 1ს/კ გახეხილი კარტოფილი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიტანეთ თვაების ქვეშ, გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ნიღაბი კვირაში 2ჯერ.
10. ჭაღარა თმის შეღებვა
ერთი ფინჯანი კარტოფილის კანი ჩაყარეთ თასში, დაასხით 2 ფინჯანი წყალი და აადუღეთ. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ, თასს სახურავი მოხადეთ და აცადეთ, სანამ გაცივდება. გადაწურეთ ნახარში და მიღებული ხსნარი თმაზე წაისვით. დაიბანეთ თავი, გაიშრეთ პირსახოცით და ხსნარი კიდევ ერთხელ გადაივლეთ თავზე. ის შეღებავს ჭაღარას. მიღებულმა შედეგმა მე გამაოცა.