D ვიტამინის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის და მისი სიჭარბის აშკარა ნიშნები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!!

391

D ვიტამინის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის და მისი სიჭარბის აშკარა ნიშნები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!!

დარწმუნებულნი ვართ ყველა თქვენგანმა უკვე ძალიან კარგად იცის D ვიტამინის სარგებლიანობის შესახებ ჩვენს ორგანიზმზე. მართლაც ა რა ერთი კვლევის შედეგად დასტურდება რომ იგი ძვლების ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანთ უმეტეს ნაწილს ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა აწუხებთ, თუმცა გამოირჩევიან ისეთებიც ვისაც, „მზის ვიტამინის“ სახიფათო სიჭარბე ან ჰიპერვიტამინოზი აღენიშნება. იცოდით თუ არა, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა ასევე შეიძლება პრობლემა იყოს, როგორც მისი ნაკლებობა?

იმის მიუხედავად, რომ ეს ვიტამინი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა, მისი ჭარბი რაოდენობა შეიძლება სახიფათოც კი იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინის ზღვარზე მაღალმა დონემ შეიძლება ძვლების, ქსოვილების და სხვა ორგანოების პრობლემები გამოიწვიოს. ამას D ვიტამინის ტოქსიკურ ჰიპერვიტამინოზს უწოდებენ. ეს იშვიათი, მაგრამ სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები გამოიწვიოს.

D ვიტამინის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ ორგანიზმს საკვებიდან კალციუმის ათვისებაში დაეხმაროს. ამავდროულად, D ვიტამინის სიჭარბემ შეიძლება სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი მატება, ჰიპერკალცემია გამოიწვიოს. დაავადების ზოგიერთი საერთო სიმპტომები: გულისრევა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა, კენჭები თირკმლებში,თავბრუსხვევა, ჰიპერტონია და გაუწყლოება.

ასევე ორგანიზმში ამ ვიტამინის მაღალმა რაოდენობა შეიძლება გამოიწვიოს:

  • კუჭის პრობლემები – მათ შორისაა  დიარეა, ცუდი მადა, შეეკრულობა და ა.შ. თუ D ვიტამინის დანამატის მიღების შემდეგ კუჭის ტკივილი ან თუნდაც შეკრულობა გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ, რომ გართულებები თავიდან აიცილოთ.
  • თირკმლების პრობლემები – D ვიტამინის ტოქსიკურობა კალციუმის დონეს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ხშირი შარდვის და თირკმლის კალციფიკაციის გამო წყლის დაკარგვას იწვევს. ეს თირკმლების დაზიანების, ზოგჯერ თირკმლების უკმარისობის რისკს ქმნის. კალციუმის მაღალი დონე თირკმლების სისხლძარღვებს ავიწროებს და ნორმალურ მუშაობაშიც ხელს უშლის.
Facebook კომენტარები