პიგმენტური ლაქების და ნაოჭების საწინაღმდეგო საუკეთესო მეთოდი!

3314

პიგმენტური ლაქების და ნაოჭების საწინაღმდეგო საუკეთესო მეთოდი!

იგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია.  მისი შეფერვა დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის გამომუშავებაზე. ლაქები ზამთარში შედარებით ღია ფერისაა, ხოლო ზაფხულში მუქდება.

პიგმენტური ლაქები ძირითადად ჩნდება კანის დაბერების დროს მაშინ,  როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების  შემდგომ აღდგენა.  ლაქები არის სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ყავისფერი ან ყვითელი შეფერილობით, რომლებიც განსხვავებულია კანის ჩვეულებრივი ფერისგან.  ისინი, ძირითადად, თავს იჩენენ სახის, კისრის, ხელებისა და გულმკერდის მიდამოზე. ლაქების არსებობის შემთხვევაში, კანი ხდება უფრო უხეში.

სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

  • ხშირი გარუჯვა და მზის ინტენსიური სხივების ზემოქმედება
  • ჰორმონალური ნივთიერებათა ცვლის პროცესი
  • კანის ტრავმული დაზიანება
  • უხარისხო / არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება
  • ფეხმძიმობა
  • მედიკამენტების, მათ შორის კონტრაცეპტივის მიღება
  • გენეტიკური მდგომარეობა

იმისთვის, რომ ეს პრობლემა მარტივად და სწრაფად მოაგვაროთ გირჩევთ, რომ აიღოთ ქილა ჩააწვეთოთ 1-2 წვეთი იოდი, 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 1 ჩ/კ ვაზელინი.

ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და სახეზე 2 საათის განმავლობაში გესვათ.

სახე თბილი, შედეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-3-ჯერ შეგიძლიათ. გირჩევთ ნაზავი მაცივარში შეინახოთ. პირველივე ცდის შემდეგ ნახავთ, რომ კანი ბევრად უფრო რბილი იქნება და ლაქებიც ნელ-ნელა გაფერმკრთალდება.

ამ ნიღბის გაკეთება ყველა ასაკის მანდილოსანს შეუძლია. იზრუნეთ საკუთარ თავზე და იყავით მუდამ ახალგაზრდა.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • თავი დაიცავით მზის სხივებისგან მაღალი SPF შემცველი კოსმეტიკური საშუალებებით
  • მოუარეთ კანს სწორად და მუდმივად.
  • გამოიკვლიეთ თანმდევი დაავადებები
  • აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • მიიღეთ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი და ჯანსაღი საკვები

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია