იმუნიტეტის გასაძლიერებლად მოამზადეთ ეს მარტივი და ეფექტური საშუალება!!

1236

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მოამზადეთ ეს მარტივი და ეფექტური საშუალება!!

იმუნიტეტის გაძლიერება წლის ნებისმიერ მონაკვეთში საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხია, ამ საკითხში ამოსოვის პასტა კი ერთ ერთი განსაკუტრებული აღმოჩენაა – ეს გამოცდილი მეთოდი განწყობის გასაუმჯობესებლად და გულის გასაძლიერებლადაც გამოგადგებათ. რაღა თქმა უნდა ხალხურ მედიცინაში ეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ერთადერთი საშუალება არაა, ყველას ორგანიზმზე ინდივიდუალურად მოქმედებს.

ყველასთვის ცნობილი კაკლის და ჩირის პასტა ბევრ თაფლს შეიცავს. თაფლი შაქარზე ბევრად სასარგებლოა, მაგრამ ამავდროულად ძლიერი ალერგენიცაა. თან შესაძლოა მისი გემო, ყველას არ მოეწონოს .

ამ ყველა არგუმენტის საპირწონედ გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა სხვა ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამიტომაც გიზიარებთ არანაკლებ მარტივ რეცეპტს

ნარევის რეცეპტი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

მოცემულ რეცეპტში კაკალს,თაფლს და ჩირს ვერ იპოვით. მათ ნაცვლად კოჭა,ლიმონი და ლაიმის კომბინაცია დაგხვდებათ. ამოსოვის პასტისგან განსხვავებით უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს და სურდოს დაავადებებისგან შესანიშნავად გვიცავს.

ლიმონის და ლაიმის სარგებელი: რაშია განსხვავება – ბევრისთვის ლაიმა და ლიმონი ერთი და იგივეა. ორივე ახლო მონათესავე ციტრუსია, მაგრამ ორგანიზმზე მათი მოქმედება ძლიერ განსხვავდება.

ლაიმა 5-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს. წარმოგიდგენიათ? არადა ასკორბინის მჟავის შემცველობით ლიმონი რეკორდსმენად ითვლებოდა! გარდა ამისა, ლაიმი ორგანიზმის აღსადგენად მნიშვნელოვან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.თავის მხრივ, კი ლიმონი შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავას, პექტინს და B,C, PP, E ვიტამინებს. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ტოქსინებს გამოდევნის. ამასთან არც ისეთი მჟავეა და მწარეა. ორივე ციტრუსი ერთად იმუნიტეტის ძლიერ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

კოჭას სარგებელი – ცოტამ თუ იცის, რომ კოჭას ფესვი გულისრევის, საკვებით მოწამვლის და დაღლილობის დროს შეუცვლელია. ის ჯანმრთელობის მდგომარეობას კომპლექსურად აუმჯობესებს: რაღა თქმა უნდა იმუნიტეტს და ნერვულ სისტემას აძლიერებს, ასევე პათოგენებს ებრძვის. ეს კოჭის შესაძლებელობის სრული სია არაა. რთული სათქმელია, თუ რომელი უფრო სასარგებლოა, თაფლი თუ კოჭა.

და მაინც როგორ მოვამზადოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ნარევი

დაგჭირდებათ:

  • 5 ლიმონი, 1 ფესვი კოჭა, 3 ლაიმა, 1,5 კგ შაქარი

მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ: ხილის და კოჭის საერთო წონა 1 კგ–ს უნდა შეადგენდეს, რადგან შაქრის პროპორცია 1:1,5 უნდა იყოს. ასე ნარევს ბუნებრივად დააკონსერვებთ და მაცივარში შენახვის ვადას გაზრდით.

ინგრედიენტები მოამზადეთ: გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით, რომ ხორცსაკეპ მანქანაში ადვილად გაატაროთ. ქერქი არ მოაშოროთ, ყველა ინგრედიენტი შაქრის გარდა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ასე ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

შაქარი დაუმატეთ, აურიეთ და 2 საათით შაქრის სრულად გახსნამდე გააჩერეთ, ბოლოს კი ნარევი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

ასეთი უნივერსალური საშუალება შეგიძლიათ საყვარელ ჩაის დაუმატოთ. თბილ ამინდში მის საფუძველზე ცივი გამაგრილებელი ლიმონათი მოამზადეთ. ხოლო საკონდიტრო ნაწარმში მურაბის ნაცვლად გამოიყენეთ. C ვიტამინი გამძლე ნაერთია, რომელიც თავის თვისებას თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს! და მაინც, სჯობს უმად მიირთვათ – დღეში რამდენიმე კოვზი!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია