ნახეთ რა სასარგებლო თვისებები აქვს წიწიბურას. აი, რატომ უნდა ჭამოთ! სასარგებლო ინფორმაცია…

2232

იცით რამდენი ვიტამინი და მინერალია თქვენს სამზარეულოში შენახულ წიწიბურაში? ის მარცვლეულის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც მდიდარია რკინით, კალციუმით, იოდითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. დაბალკალორიულობის გამო ის დიეტების პოპულარული საკვებია.

წიწიბურას მედიცინაშიც აქტიურად იყენებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სასარგებლო თვისებებს.

აი, რატომ უნდა მიიღოთ წიწიბურა:

1. დამტკიცებულია, რომ წიწიბურას მიღება აუმჯობესებს ხასიათს. ის ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ და ემოციურ გამძლეობას.

2. წიწიბურას ჩენჩოებისგან ამზადებენ სპეციალურ ბალიშებს მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს, რაც მოწმობს მის დამამშვიდებელ ეფექტზეც.

3. ის ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავებისა და ცილების წყაროა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან განსხვავებით წიწიბურში არსებული ეს ნივთიერებები უკეთ შეიწოვება სხუელში.

4. წიწიბურა შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებენ მეტაბოლურ პროცესებს , გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე.

5. წიწიბურაში შემავალი ნივთიერებები და მჟავები აუმჯობესებენ სისხლძარღვებს და აბალანსებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.

6. აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

7. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს .

შეიტანეთ წიწიბურა თქვენი კვების რაციონში და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივად სასარგებლო პროდუქტით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია