მინდა ვასწავლო წამალი იმ მამაკაცებს, ვისაც პროსტატის ადენომა აქვთ. უკეთესობას ნამდვილად იგრძნობთ!
მინდა ვასწავლო წამალი იმ მამაკაცებს, ვისაც პროსტატის ადენომა აქვთ. ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე არჩენს ამ დაავადებას, მაგრამ უკეთესობას ნამდვილად იგრძნობთ.
ამ ყველაფრისთვის კი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ესაა 100 გ დანამცეცებულ ვერხვის ხის ქერქს დაასხით 1 ლ არაყი და 2 კვირით დადგით ბნელ, თბილ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ, დარჩენილი მასა კარგად გამოწურეთ. სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში. მდგომარეობა უმჯობესდება პირველივე კურსის შემდეგ. თუ ამის შემდგომ მკურნალობის გაგრძელება ისევ იქნება საჭირო, შეისვენეთ ერთი თვე და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ. ეს ნაყენი ძალიან უხდება სხვა დაავადებებსაც: შაქრიან დიაბეტს, შარდის ბუშტის ანთებას, პოდაგრას, შარდის შეუკავებლობას, გასტრიტს, გადაღლილობას. ექიმის კომენტარი: ძველ ქართულ სამედიცინო წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ვერხვის „ფოთოლი და ხილი“. ვერხვის ფოთოლს თავის ტკივილის სამკურნალოდ ხმარობდნენ, ხოლო ნაყოფი შედიოდა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ხმარებული წამლების შემადგენლობაში. სამკურნალოდ გამოიყენება ვერხვის ქერქი, ფოთოლი და კვირტი. ქერქი უმჯობესია ღია მომწვანო ფერისა იყოს, რადგან იგი ადვილად სცილდება მერქანს. ქერქს მზეზე აშრობენ და შემდეგ ჩრდილში ახმობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ქერქს ადრეულ გაზაფხულზე აგროვებენ. ვერხვის ფოთოლი და კვირტი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემახორცებელი საშუალებები.
ფოთლები მდიდარია ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით, ფოთლებისა და კვირტების ნახარშს იღებენ გაციების, შარდის ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთების, ჰემოროის, პოდაგრის, რევმატიზმის დროს. საშარდე გზების ლორწოვანის ანთებისას ეფექტიანია ვერხვის ქერქის ნახარში. ქერქი მდიდარია C და A ვიტამინებით.
წყარო, კარაბადინი