ჭარხლის ფოთლის „უცნობი“ სამკურნალო თვისებები

2413

ჭარხლის ფოთლის „უცნობი“ სამკურნალო თვისებები

ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაასაბუთეს ექიმებმა, რომ მრავალი ბოსტნეულის ფოთლოვანი ნაწილი ბიოლოგიური ფასეულობით ბევრად აღემატება მათსავე ფესურებს, რომელთა გამოც ისინი მოჰყავთ. მაგალითად, ჭარხლის ფოთლებში ც ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ფესვებში. ჭარხალში არის უ ვიტამინიც, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის მოშუშებას, ამცირებს და ანელებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.

ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ჭარხლის ფოთლები და ფესვები შეიცავს B1, B2, P, PP ვიტამინებს და ბევრ  სხვა ღირებულ ნივთიერებას.

ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, კობალტის მარილები, რომლებიც ააქტიურებს სისხლწარმოქმნის პროცესს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

არადა, რა უდიერად ვექცევით ჭარხლის ფოთლებს! დავთესავთ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამოვხშირავთ და ზედმეტ ამონაყარს ვყრით. ამ დროს უნდა შევაგროვოთ, დავარჩიოთ, დავრეცხოთ და საკვებად გამოვიყენოთ. ჭარხლის ფოთლების კერძები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ანემია აწუხებს.

ჭარხალი შეიცავს ბეტაინსაც, რომელიც უჯრედების საშენი მასალაა და არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. ამასთან, სითბური დამუშავებისას ბეტაინი არ იშლება. ის არსებითად ეხმარება ბავშვის ორგანიზმს, მთლიანად აითვისოს სხვა საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით - ცხიმები.

მომავალი დედებისთვის ეს ნივთიერება იმითაა სასარგებლო, რომ ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს სისხლის წნევას, ხელს უშლის მის აწევას.

ბეტაინი ქოლინის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. ქოლინი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის და, იმავდროულად, სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე.

ჭარხლის ფოთლები შესანიშნავად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. უჯრედისის უხვი შემცველობის წყალობით ეს ძირხვენა შეკრულობის საწინააღმდეგო აღიარებული საშუალებაა.

ჭარხლის პექტინები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებისა და ათვისების პროცესზე, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია