იცით, რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას? საინტერესო ინფორმაციაა

2211

იცით, რა იწვევს კუნთების კრუნჩხვას? საინტერესო ინფორმაციაა

კრუნჩხვების მიზეზებია: პერიფერიული ნერვის ჰიპერაქტიურობა, ნეირო კუნთოვანი დაავადებები, მინერალებისა და ვიტამინების უკმარისობა.

კუნთების კრუნჩხვების წარმოქმნას იწვევს შემდეგი მინერალების დეფიციტი: კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი.

1. კალციუმი

კალციუმით დაბალი დონე იწვევს კუნთების გაღიზიანებას, რასაც მივყავართ კრუნჩხვებამდე, განსაკუთრებით ზურგისა და ფეხების კუნთებში.

2. კალიუმი

ეს მინერალი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, როცა საუბარი ეხება უჯრედის კედელში ნერვული იმპულსების გადაცემას. ის ხელს უშლის ნივთიერებების კონცენტრაციას უჯრედში და მის გარეთ.

კალიუმის დეფიციტი ხელს უშლის კუნთების მოდუნებას, რაც იწვევს კრუნჩხვებსა და ტკივილებს.

3. ნატრიუმი

როდესაც დარღვეულია ნატრიუმ-კალიუმის ცვლის პროცესი, თავს იჩენს იონური დისბალანსი კუნთების მემბრანის ორივე ნაწილში, რამაც ძლიერ ტკივილამდე და სპაზმებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

ეს ამცირებს უჯრედის ფუნქციონირებას და უფრო მეტად მიდრეკილს ხდის კუნთების სპაზმისკენ.

4. მაგნიუმი

მაგნიუმის დეფიციტი ხელს უწყობს კუნთების სპაზმებისა და ტკივლების განვითარებას.

დაამატეთ კვების რაციონს მაგნიუმით მდიდარი საკვები პროდუქტები და აირიდეთ კრუნჩხვებისა და ტკივილების წარმოქმნა.

როგორ შევივსოთ ამ მინერალების მარაგი? 

1.  კალიუმის წყაროები

კალიუმი მინერალია, რომლითაც მრავალი პროდუქტი არის გაჯერებული. საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, ორაგული, ვირთევზა, სარდინი, ბანანი, ავოკადო, ციტრუსები, კივი, ატამი, ბროკოლი, კარტოფილი, პამიდორი, გოგრა-პროდუქტები, რომლებიც კალიუმის ბუნებრივ წყაროდ გვევლინება.

2. კალციუმის წყაროები

კალციუმით მდიდარი პროდუქტებია: ორაგული, სარდინი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ხახვი, ბროკოლი, ლობიო, ოსპი. განსაკუთრებით მდიდარია კვერცხი, ნუში, სეზამი, მზესუმზირა, გოგრა.

3. ნატრიუმის წყაროები

ნატრიუმი ეს მინერალია, რომელიც მარილის შემადგენლობაშია. განსაკუთრებით რეკომენდებულია ჰიმალაის მარილის გამოყენება.

4. მაგნიუმის წყაროები

ცხიმი, კალციუმი და ვიტამინი D ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას. მაგნიუმით მდიდარი საკვები პროდუქტებია: სეზამი, სიმინდი, ნუში, თხილი, ფისტა, უმი ბოსტნეული, მარცვლეული, კაკაო, შოკოლადი.

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია