გამოიყენეთ ზღმარტლი ამ პრობლემების სამკურნალოდ

8476

გამოიყენეთ ზღმარტლი ამ პრობლემების სამკურნალოდ

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ზღმარტლის ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლს, სისხლძარღვებს, ასევე, ნაწლავებს. გაითვალისწინეთ, რომ მწიფე ნაყოფი კარგია შეკრულობის დროს, ხოლო მკვახე – ფაღარათისას.

ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ასევე, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ზღმარტლის რეგულარული მიღება ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისათვის, ტენიანობის შესანარჩუნებლად და ტოქსინების გამოსადევნად, ის დაზიანებისგან იცავს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს.

ეს მაგიური ხილი, ასევე, მდიდარია ასკორბინის მჟავით, რომელიც მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
მას აქვს ჭრილობის შეხორცების, ასევე, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სისხლის აღდგენის უნარი. ნაყოფი ორგანიზმს ეხმარება სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებაში და პექტინის წყალობით, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი. ზღმარტლში არსებული დიდი რაოდენობის მოლეკულური წყალი ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.

იოდის, თუთიის, სელენისა და მანგანუმის წყალობით, რომლებიც იმუნიტეტზე არიან პასუხისმგებელი, ზღმარტლი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და კუჭქვეშა ჯირკვლების მუშაობას;  კალციუმი ამაგრებს ძვლოვან სისტემას და დადებითად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. მაგნიუმი კი ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

A ვიტამინის წყალობით, ზღმარტლი დადებითად მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე.
განსაკუთრებით სასარგებლოა ზღმარტლის ფოთლები, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებსა და ეხმარება მას დიაბეტთან ბრძოლაში, პირღებინებისას, დიარეისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ფოთლების ნაყენი გამოიყენება ანგინის დროს.

რეცეპტები

ნაყენის დასამზადებლად აადუღეთ 500 მილიგრამი წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზღმარტლის მშრალი ფოთოლი. გააჩერეთ თერმოსში 3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე 50 მილიგრამის ოდენობით. კურსი გრძელდება 2 კვირა, შემდეგ აუცილებელია რამდენიმეთვიანი შესვენება. ნაყენი ორგანიზმს წმენდს მარილებისგან, მძიმე ლითონებისგან, შლაკებისგან.

5 ცალი მსხვილი ზღმარტლის ნაყოფი კარგად გაჭყლიტეთ, კურკები დააქუცმაცეთ და შეურიეთ ფაფისებრ მასას, დაასხით 100 მილიგრამი არაყი და კარგად აურიეთ. ჩაასხით მინის ჭურჭელში და ხუფი მჭიდროდ დაახურეთ. გააჩერეთ სამი დღე ცივ და ბნელ ადგილას. გამზადებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ ჭამის წინ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ეს ნაყენი ძალზე ეფექტურია გაციების, ქრონიკული ბრონქიტის დროს, აქვს ამოსახველებელი ეფექტი. შესაძლებელია, ასთმის სამკურნალოდ გამოყენება.

1 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ფოთოლს ყრიან თერმოსში, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 8-10 საათს და წურავენ. მიიღება: 2 სუფრის კოვზი, ყოველ 2 საათში ფაღარათისა და სისხილს დენის დროს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია