სოდა და ლიმონი- სასწაულმოქმედი კომბინაცია, რომელმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა!

5563

სოდა და ლიმონი- სასწაულმოქმედი კომბინაცია, რომელმაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა!

საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი – ეს ის პროდუქტებია, რომელიც ნებისმიერი კულინარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტებია უგემრიელესი კერძების თუ დესერტის მომზადებისას. ასევე, ეს პროდუქტები წარმოუდგენლად კარგ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებაში.

ამ სტატიაში მოგიყვებით იმ რეცეპტის შესახებ, რომელიც არაერთხელ გახდა დიდი განხილვისა და აჟიოტაჟის საგანი საზოგადოებაში. ამრიგად, განვიხილოთ თუ რატომ არის ამ ორი პროდუქტის კომბინაციის მიღება ჩვენი ორგანიზმისთვის და ზოგადად, ნებისმიერი ორგანოსთვის სასარგებლო.

სოდისა და ლიმონის წვენის კომბინაცია

ეს იმ პროდუქტების კომბინაციაა, რომელიც შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასარგებლო მინერალებს, ნივთიერებებს და მიკროელემენტებს, რომლებიც ასევე წარმოადგენს უებარ ანტიბიოტიკებს დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისას.

ივან ნეუმივაკინი არის პროფესორი, რომელსაც უამრავი კვლევა აქვს ჩატარებული, იმის თაობაზე, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია საჭმელ სოდას ადამიანის ორგანიზმისთვის. მისი კვლევების საფუძველზე და შემდგომში პრაქტიკაში მან არაერთხელ შეძლო ადამიანების დახმარება მძიმე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ამტკიცებს, რომ ამ პროდუქტების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სწრაფად და ეფექტურად წმენდს ორგანიზმს და რაც მთავარია უებარია ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ნეუმივაკინი ამბობს – „ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სრულ ჰარმონიაში ბუნებასთან და იყენებდეს ყველაფერს, რასაც შემოქმედი ბუნება გვჩუქნის“

ნარევის სასარგებლო თვისებები

ნარევი-ტოქსინების და წიდების წინააღმდეგ

დღევანდელ ყოფაში ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით იმას, რომ ადამიანის ერთ-ერთ პრობლემას ყოველდღიურ  ცხოვრებაში წარმოადგენს საკმარისი ენერგიის ქონა და ასევე იმუნიტეტის რეგულირება.

ეს რა თქმა უნდა უამრავ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ პრობლემებს თავი სწრაფად დავაღწიოთ მაში ლიმონიანი და სოდიანი წყალი უნდა მივირთვათ ყოველდღე რეგულარულად იმიტომ, რომ ნარევი ანტიოქსიდანტების დიდ წყაროს წარმოადგენს. ასევე კომბინაცია ძალიან ეფექტური იქნება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ხანგრძლივად და უშედეგოდ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს.

ნარევი-აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ამ ორი პროდუქტის კომბინაცია ასევე შეუცვლელი საშუალებაა გულძმარვის, მომატებული მჟავიანობისა და გაზების დაგროვების წინააღმდეგ. აღნიშნული პროდუქტებში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ასევე ხელს უწყობს კრისტალების და კენჭების დაშლას თირკმელში, რომელიც ჯანმრთელობის ერთ-ერთი მძიმე პრობლემას წარმოადგენს. ნარევი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობასა და ებრძვის დისპეფსიურ მოვლენებს.

ნარევი-ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი სისხლში

ამ ნარევის გასაოცარ თვისებას ისიც წარმოადგენს, რომ მისი გამოყენებით სისხლში ქოლესტერინის დარეგულირება სრულიად შესაძლებელია, უმოკლეს დროში. ამ ნარევის მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგება და დაცვა უამრავი საშიში დაავადებისგან.

ნარევი-არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანს

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია PH დარეგულირებული იყოს. მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა იწვევს ჩვენს ორგანიზმში უამრავი მავნე და პათოგენური მიკროორგანიზმების მატებას, რაც პირდაპირპროპორციულია მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების განვითარების. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მჟავე გარემო არის ინფექციების განვითარების მაღალი რისკის მატარებელი, რის გამოც აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმის გატუტოვანებაზე, ამ პროდუქტების კომბინაცია კი ამასი ნამდვილად დაგეხმარებათ.

მომზადების წესი

ნარევის მომზადება საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს, ასევე რაც მთავარია ძალიან იაფი და ეფექტურია.

1 ჩ/ჭ ცხელ (ადუღებულ) წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა, კარგად მორევისა და გაგრილების შემდეგ ნარევში ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი.

მიღების წესები

ნარევის სრული შემადგენლობა მიიღეთ ყოველ დილით საუზმემდე დაახლოებით 20 წუთით ადრე, 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ 2 კვირიანი პაუზა უნდა გააკეთოთ აუცილებლად, რადგანაც არ გამოიწვიოს ნარევმა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.

შენიშვნა-ნარევის მიღება არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის ვისაც თირკმელში დიდი რაოდენობით, დიდი ზომის, კენჭები აქვს და ასევე მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პრობლემა აქვს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია