ეს 5 ბუნებრივი საშუალება მაღალ წნევას შეამცირებს

1997

ეს 5 ბუნებრივი საშუალება მაღალ წნევას შეამცირებს

ზოგადად, ადამიანები თვლიან, რომ მაღალი არტერიული წნევის შემცირება შესაძლებელია მედიკამენტების მიღების გზით, მაგრამ არსებობს სხვა ეფექტური გზებიც.

პროდუქტების მთელ რიგს შეუძლია ჩვენი ჰიპერტონიისგან დაცვა.

  1. თაფლი

თაფლი აფართოვებს სისხლძარღვებს. თუ ყოველ უზმოზე 2 ჩ/კ მივიღებთ, სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

2. საზამთროს მარცვლები

საზამთროს მარცვლებს არა თუ გადაყრით, არამედ, მათ საგულდაგულოდ შეინახავთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ. ეს პროდუქტი შეიცავს კუკურბოციტრინს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოვებს. თუ დღეში ორჯერ 1 ჩ/კ დაფქულ მარცვალს მიიღებთ, მნიშვნელოვან პროფილაქტიკას ჩაუტარებთ თქვენს სისხლძარღვებს.

3. ლიმონი

ჰიპერტონიკები გამოირჩევიან მაღალი წნევით. ასეთ პაციენტებს ექიმები ურჩევენ მიიღონ ციტრუსის წვენი, რადგან ის ეხმარება სისხლძარღვებს ელასტიურობის შენარჩუნებაში. უმჯობესია, მისი მიღება რეგულარულად.

4. ბანანი

ტროპიკული ხილი შეიცავს: კალციუმს, კალიუმს, D  ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას. დღეში ორი ასეთი ხილის მიღება საკმარისია არტერიული წნევის შესამცირებლად, აგრეთვე, ის აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც წნევის შემცირების წინაპირობაა.

5. ნიახური

ნიახური აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და ადუნებს გულის კუნთის მუშაობას. მისი ყველა ნაწილი სასარგებლოა. მისი ფოთლები და ძირები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვიტამინები, მიკროელემენტები, ამინომჟავები და ეთერზეთები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროდუქტს პროფილაქტიკური დანიშნულება აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია