უგემრიელესი წიწაკა ზეთში ზამთრისთვის

1266

ინგრედიენტები

  • წიწაკა - 5 კგ
  • ზეთი - 0,5 ლ
  • ძმარი - 1 ლ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • მარილი - 0,5 ჭიქა
  • ნიახური 2 კონა
  • ოხრახუში 1 კონა
  • ნიორი 300 გრ
  • დაფნა 5 ფოთოლი
  • შავი წიწაკა 10 მარცვალი
მომზადების წესები

1. გასუფთავებულ ტკბილ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწი და ჩავჭრათ მაკრატლით წვერები.
2. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად.
3. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ. ამ მასაში ნაწილ-ნაწილ მოვშუშოთ წიწაკები 5-10 წუთი. ბოლოს ჩავყაროთ წიწაკები, დაჭრილი მწვანილი და ნიორი ერთად იგივე ზეთიან ქვაბში, კარგად ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ მინის ქილებში მჭიდროდ და მოვხუფოთ.
4. შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია