ჭარხალი მხოლოდ ყაბზობის წამალი როდია – საინტერესოა კიდევ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია ჭარხალს?

1812

ჭარხალი მხოლოდ ყაბზობის წამალი როდია - საინტერესოა კიდევ რა საოცრებების მოხდენა შეუძლია ჭარხალს?

ჭარხალი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ იგი შეი-
ცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის თითქმის ყველა რგოლზე დადებითად მოქმედებს.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ახალგამოწურული უმი ჭარხლის წვენი დადებით გავლენას ახდენს რძემჟავას ცვლაზე და ხელს უშლის სიმსივნეების წარმოშობას. სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებით სჯობნის.

მასში უხვად არის გულის მუშაობისა და სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობისთვის აუცილებელი კალციუმი და კალიუმი, ამინმჟავების, რკინისა და თუთიის შემცველობით კი მას ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება.

კალიუმთან ერთად ჭარხალი ორგანული ქლორის წყაროც არის - ამ ნივთიერების წყალობით იწმინდება ორგანიზმი წიდისგან.

ჭარხალში ბევრია კობალტი, რომელზეც არის დამოკიდებული ვიტამინ ბ12-ის სინთეზი, ასევე - საპონინები, რომლებიც ქოლესტერინს ნაწლავებში ბოჭავს, ამიტომ ყოველდღიურ მენიუში ჭარხლის ჩართვა განსაკუთრებით იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომელთაც მომატებული აქვთ ქოლესტერინი.

ჭარხალი მდიდარია იოდით, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის, მეხსიერებისთვის, ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის. ჭარხალში ასევე ბევრია ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს.

ამ სასარგებლო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია როგორც ჭარხლის ფესვი (ძირხვენა), ასევე ფოთლები, ხოლო ცილები (ამინმჟავები) და მინერალური ნივთიერებები ფოთლებში 2-3-ჯერ უფრო მეტია.

ეს ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც.

იოდის შემცველობით ჭარხალს ვერც ერთი ბოსტნეული ვერ შეედრება. ამიტომაც არის, რომ უკანასკნელ ხანს მას აქტიურად იყენებენ ზოგიერთი დაავადების,
მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო დიეტაში.

სამკურნალო მიზნით ჭარხლის გამოყენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:

დღე-ღამეში აუცილებელია 60 მლ-მდე წვენის დალევა;

წვენი უნდა დაილიოთ დროის ერთნაირი შუალედებით, თითოეულ ჯერზე 100-200
მლ დღეში 5-6-ჯერ;

ხუთჯერადი მიღებისას/მიღება უნდა მოხდეს 4-საათიანი შუალედებით,მეხუთე კი ღამით;

ჯობს, წვენი დალიოთ მშიერ კუჭზე, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, ოდნავ შემთბარი;

წვენი უნდა დაილიოს პატარა ყლუპებით, უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მეტხანს გაა-
ჩეროთ იგი პირის ღრუში;

არაფრით არ შეიძლება, წვენს დააყოლოთ პური ან რაიმე სხვა წვენი;

– არ შეიძლება ახლად გამოწურული წვენის დალევა. ჭარხლის ახალგამოწურული
წვენი შეიცავს ეთეროვან ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე მომწამვლელად მოქმედებს. ისინი იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, სლოკინს, ზოგად სისუსტეს, მაჯისცემის დაქვეითებას და არტერიული წნევის შესუსტებას, ამიტომ აუცილებელია, წვენი
რამდენიმე საათით მოვათავსოთ სიცივეში, თუნდაც მაცივარში.

ძლიერ დასუსტებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხალხური მედიცინა გვირ-ჩევს:

ავიღოთ 50-50 გრამი ალოე, წითელი ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, შავი მოცხარი,  კრაზანას მიწისზედა ნაწილი, 10 ლიმონის წვენი, 200 მლ სამედიცინო სპირტი, 500 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ ავურიოთ ერთმანეთში და სამი კვირით მოვათავსოთ მუქ ჭურჭელში, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ დოლბანდში გადავწუროთ. მიიღება 30 გრამი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია