როგორ გავაქროთ კანზე შესამჩნევი ვენები? მარტივი და ეფექტური გამოსავალია

1212

გაგანიერებული და ფეხზე შესამჩნევი ვენები ქალებისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს ძალიან არაესთეტიკურია, ამიტომ გირჩევთ თუ როგორ შეგიძლიათ სამუდამოდ დააღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას.

მწვანე პომიდორი

მწვანე პომიდორს სამკურნალო მჟავა აქვს. გაჭერით პომიდორი და დაიდეთ პრობლემურ ადგილას, 3 წუთის შემდეგ კი წაისვით თქვენთვის სასურველი მკვებავი კრემი. ეს ყოველ დღე უნდა გაიმეოროთ და შედეგს 4 დღეში ნახავთ, მაგრამ გირჩევთ უკეთესი შედეგისთვის პროცედურა 10 დღის განმავლობაში ჩაიტაროთ.

ვაშლის ძმარი

ბამბის ტამპონი ვაშლის ძმარში დაასველეთ და პრობლემურ ადგილას დაიდეთ. პროცედურა დღეში 3-ჯერ 4 კვირის განმავლობაში გაიმეორეთ. სანამ ამ ხერხს მიმართავთ დარწმუნდით, რომ მგრძნობიარე კანი არ გაქვთ რადგან ასეთ შემთხვევაში კანი საგრძნობლად გაღიზიანდება.

ცნობისთვის, ვენები შესამჩნევი მაშინ ხდება თუ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა, ან ვარიკოზი ეწყება.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები