თუ ტუჩის ჰერპესი გაქვთ და არ იცით როგორ გაუმკლავდეთ, გასწავლით სწრაფ და ეფექტურ მეთოდებს

1753

თუ ტუჩის ჰერპესი გაქვთ და არ იცით როგორ გაუმკლავდეთ, გასწავლით სწრაფ და ეფექტურ მეთოდებს

ტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაციების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია.

გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი
იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს — შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ.

ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა. მე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ წარმატებით — გამონაყარი აღარ განვითარდა.

მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს:

ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც — საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა.

ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მართლაც მივაგენი:

ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში. გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში.

ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.

წლების წინ, გავცივდებოდი თუ არა, ტუჩებსა და ცხვირის ნესტოების ქვეშ მიჩნდებოდა ჰერპესული გამონაყარი, რომელიც ძალიან მტკივნეულიც იყო და კვირების განმავლობაში გარეგნობასაც მიმახინჯებდა.

ექიმებმა მითხრეს, რომ ამ გამონაყარს ჰერპესის ვირუსი იწვევს, რომელიც თურმე ორგანიზმში თვლემს და იმ შემთხვევაში აქტიურდება, როცა ადამიანი სტრესს გადაიტანს ან იმუნიტეტი უსუსტდება.

უკვე კარგა ხანია ჰერპესი აღარ გამმწვავებია და ამას იმუნიტეტის გაძლიერებით მივაღწიე. იმუნიტეტის გაძლიერება კი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე დაავადება განვითარდება.

ამისთვის ყოველწლიურად, თებერვლის შუა რიცხვებიდან ვიწყებ ექინაცეის ნაყენის მიღებას — ვსვამ 20-20 წვეთს დღეში სამჯერ. ამიტომ ავად აღარ ვხდები. ჰერპესის
დაძლევაში კი კრაზანის ზეთი დამეხმარა.

მისი დამზადება ასეთი რეცეპტით ხდება:

– 100 გ ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი, ნახევარი საათი ჩადგით
მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ.

ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობების, გარეგანი სისხლჩაქცევე
ბის, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული არე — რაც შეიძლება ხშირ-ხშირად. საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც:

მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. ჩემი დაკვირვებით დავასკვენი, რომ ჰერპესის დროს მთავარია, დრო არ დაკარგოთ და მცირე გამონაყარის გაჩენისთანავე მასზე რაიმე სამკურნალო საშუალება (თუნდაც ჩემ მიერ მოწოდებული) წაისვათ.

შედეგად — გამონაყარი მალევე ხმება, მდგომარეობა აღარ რთულდება და კანი მნიშვნელოვნად არ ზიანდება.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია