დალიეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი!

756

დალიეთ ეს ნაყენი და დაივიწყეთ მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი!

დაბინძურებული გარემო, უმოძრაობა, არასწორი კვება, თამბაქო, სტრესები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწორ კვებაზე, დღეს რამდენი კალორია მივიღე და ქოლესტერინი რა მდგომარეობაში მაქვსო ამას თავის თავს არავინ ეკითხება, მითუმეტეს მამაკაცები. ამიტომაც ყველაზე ხშირად მათ აწუხებთ მაღალი ქოლესტერინი, ის კი მოგეხსენებათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიების ლამის მთავარი მიზეზია.

ქოლესტერინი რამე საშინელება არ გეგონოთ; ის, ასე ვთქვათ, უჯრედების “საშენი მასალაა“. სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ორგანიზმში მრავალი ჰორმონი (მათ შორის სასქესოც) და D ვიტამინი.

ქოლესტერინის დონის მომატება განგაშის სიგნალია. იგი ხომ ათეროსკლეროზის, მაშასადამე, ინსულტების, მიოკარდიუმის ინფარქტების, არტერიული თრომბოზის რისკ-ფაქტორთაგანია. 

მაგრამ იმისათვის, რომ ქოლესტერინის დონის მომატება შეამჩნიოთ , მისი ნორმა უნდა იცოდეთ:

ქოლესტერინის ნორმა 5,2 მმოლ/ლ-მდე (ან 200 მგ/დლ) გახლავთ. თუ ანალიზმა  5,2 -დან 6,5 მმოლ/ლ-მდე  ქოლესტერინი უჩვენა, ეს ნიშნავს რომ დიდი შანსი გაქვთ, ათეროსკლეროზი გაგივითარდეთ, ხოლო თუ მაჩვენებელი 6,5-8 მმოლ/ლ-მდეა მომატებული, ეს უკვე აშკარა ჰიპერქოლესტერინემიაა, რომელიც გადაუდებელ კორექციას მოითხოვს, განსაკუთრებით –  თუ მწეველი ბრძანდებით.

ეს ტრადიციული წამალი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. ის დაგეხმარებათ როგორც ქოლესტერინის შემცირებაში, ისე სხვა მრავალი დაავადების განკურნებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

ინგრედიენტები:

• 1 ჩ/კ ლიმონის წვენი

• 1 გახეხილი ნივრის კბილი

• 1ჩ/კ ვაშლის ძმარი

• 1 გახეხილი კოჭა

• 1 ჩ/კ თაფლი

მომზადება:

აურიეთ ყველა ინგრედიენტი. თუ ბევრი გამოგივიდათ, იცოდეთ მისი ვადა 5 დღეა. შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

ზემოთ მოცემული ინგრედიენტები ერთ დოზაზე გეყოფათ მარტო. მიიღეთ უზმოზე ყოველ დილით. 1 კვირის შემდეგ შედეგს ნახავთ: ქოლესტერინის დონე დაიწევა და არტერიული სისხლი ნორმალური იქნება.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები