თუ ყელის აუტანელი ტკივილი გაქვთ , გაგიზიარებთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს
აუტანელ ყელის ტკივილს დიდი ხანია კარგად ვიცნობ. გლანდები პატარაობაშივე ამომაჭრეს იმ იმედით, რომ ანგინა და ყელის ტკივილი ამის შემდეგ მაინც დამანებებდა თავს, მაგრამ ნურას უკაცრავად, უკვე 56 წლის კაცი ვარ და აცივდება თუ არა, რამდენიმე დღეში ყელი თუ არ ამტკივდა, მიკვირს კიდეც.
თუმცა წლებმა რაღაც-რაღაცები მასწავლა და შემოდგომის მიწურულს უკვე ანგინის დასახვედრად ვემზადები. ძალიან მიხდება ეს წამალი:
ვიღებ ჭიქა-ნახევარ ანისულის თესლს და ვასხამ იმავე ოდენობის ცივ წყალს, ვდგამ ცეცხლზე და ვადუღებ 15 წუთს, რომ შეგრილდება, ვფილტრავ და ვურევ 1 ჭიქა
ცაცხვის თაფლს, შემდეგ კვლავ ცეცხლზე ვდგამ და კიდევ ერთხელ წამოვადუღებ,
ხოლო ქურიდან გადმოდგმის შემდეგ, ვიდრე გაცივდება, ვამატებ 1 სადილის კოვზ კონიაკს.
სწრაფი ეფექტისთვის უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერ-
თხელ. ნახარშის სმა 10 დღე შეგიძლიათ.
ჩემი ერთი ნაცნობი ყელის ტკივილის დროს ნემსიწვერას ნაყენით მკურნალობს: 2 სა-
დილის კოვზ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას უნდა დაასხათ 2 ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი და 6-8 საათით სიგრილეში დადგათ.
პერიოდულად კარგად მოურიეთ. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. დალევის წინ ოდნავ შეათბეთ.
კარგია რძეში მოხარშული ლეღვის ჩირის ნახარშიც: 7-8 ცალი ლეღვის ჩირი უნდა
მოხარშოთ 2 ჭიქა რძეში და თბილ-თბილი დალიოთ ძილის წინ. ეს საშუალება განსაკუთრებით ანგინიან ბავშვებს უხდება.
სცადეთ ხახვის ნაფცქვენიც 3 ჩაის კოვზი მშრალი დაქუცმაცებული ნაფქცვენი
მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და პერიოდულად ყელში გამოივლეთ.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.