სისხლის გაწმენდა აუცილებელია ყველას ორგანიზმისთვის
რაც არ უნდა სწორად ვიკვებებოდეთ, გარესამყარო იმდენად უსუფთაოა, ჩვენი ორგანიზმი მაინც ბინძურდება ტოქსინებით, რომლებიც სისტემატურად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან.
ორგანიზმის გაწმენდა სისხლის გაწმენდით უნდა დავიწყოთ, რაც არც ისე ძნელია, მით
უმეტეს — წელიწადის თბილ პერიოდში.
არ დაიზაროთ და ყოველგაზაფხულზე დაკრიფეთ ბაბუაწვერას, ჭინჭრის, უკვდავას, მრავალძარღვასა და ისპანახის ფოთლები. სისხლის გამწმენდი საშუალების 1 ულუფის მოსამზადებლად თითოეული მცენარე 100 გრამი მაინც დაგჭირდებათ.
შეგროვებული მცენარეები გარეცხეთ, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაიფაროს და მთელი ღამით დატოვეთ. დილით კარგად გამოწუ-
რეთ, მიღებულ წვენს დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და სტაფილო. მიიღებთ 1-1,5 ჭიქა სითხეს, რომელიც ცოტცოტაობით მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ.
მეორე დღეს მოამზადეთ იგივე ნაყენი. სვით 20 დღის განმავლობაში. წელიწადის ცივ პერიოდში, როცა ამ მცენარეთა ქორფა ფოთლების მოგროვება ძნელია, შეგიძლიათ, სისხლი ლიმონითა და თაფლით გაიწმინდოთ.
აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით.
თუ მოახერხებთ, კარგია ძროხის რძის შრატის სმაც ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე თითო ბოთლი უნდა სვათ, ოღონდ გახსოვდეთ, ამ ხნის მანძილზე აკრძალულია მეტისმეტად ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის, ყავისა და შაქრის მიღება.
სისხლს საფუძვლიანად წმენდს ნივრისა და რძის ნაზავიც. აიღეთ 1 ჭიქა რძე, წამოადუღეთ, ჩაყარეთ შიგ წვრილად დაკეპილი ნივრის ორი ლებანი, 1-2 წუთის შემდეგ გადმოდგით, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.