სელის თესლი და თაფლი - 2 არაჩვეულებრივი, საშუალება რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სისუფთავეს
დევანდელ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ არატადიციული დეტოქს-პროგრამის გავლა, რომელიც მოიცავს სელის და თაფლის ნარევს. სწორედ ამ ორი პროდუქტის კომბინირება გააძლიერებს სისხლძარღვებს,გაწმენდს ნაწლავებს და იმუნიტეტს.
მსხვილი ნაწლავი საკვები მასიდან იწოვს წყალსა და ელექტროლიტებს დაგარდაქმნის ამ უკანასკნელს ფეკალიად, შემდეგ კი გარეთ გამოდევნის. თუმცა, როცა მასში დიდი რაოდენობით შლაკებია დაგროვილი, პერისტალტიკური მოძრაობა რაღა თქმა უნდა რთულდება და ნელდება.
სწორედ ამიტომაც ჩვენ გასწავლით ორგანიზმის გაწმენდას სელის თესლის გამოყენებით:
მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ სელის თესლი – ფასდაუდებელი ბუნებრივი, თავისი შემადგენლობით შეუცვლელი პროდუქტია. ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმიდან დევნიან ქოლესტერინს, ტოქსინებს და კანცეროგენებს. ამავდროულად ეს პროდუქტი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ალერგიასთან, გასტროენტერიტთან, ათეროსკლეროზთან, ტოქსინებთან ბრძოლაში გეხმარებათ. ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზასა და აქტიურ მჟავებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
ამავდროულად სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით სელენს და ფიტოესტროგენებს, რომლებიც წარმოუდგენლად სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისათვის, რამდენადაც კლიმაქსის მტკივნეულ სიმპტომებს ამსუბუქებს. ასევე, ის შეიცავს ნატურალურ ჰორმონებს- ლიგნანებს რომლებიც ბლოკავს მავნე ესტროგენების(ძუძუს კიბოს გამომწვევი ჰორმონები) მოქმედებას.
ხოლო რაც შეეხება თაფლს იგი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტებს, რომლებსაც ცხიმების სწორად დაშლა შეუძლია. იგი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აღადგენს ვიტამინურ მარაგს, აქვს ანტისტრესული თვისებები. თუ მას ღამით მიირთმევთ, ნერვულ სისტემას დაიმშვიდებთ და ძილის ხარისხსაც გაიუმჯობესებთ.
მოგეხსენებათ თაფლი, ბუნებით, იმუნოსტიმულატორი და ანტიბაქტერიული პროდუქტია, რომელიც შეიცავს სუფთა გლუკოზას,Е , В ჯგუფის და К ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას.
მსხვილი ნაწლავის კედლებს დღეში 2-3 ლ წყლის და საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა შეუძლია. ამ ფუნქციის დარღვევის ძირითადი მიზეზია საკვები ნარჩენების დაგროვება. პრობლემის ნიშნად შეიძლება მოგვევლინოს თავის ტკივილები, შეკრულობა და წვა მკერდის არეში, აპათია, ჭარბი ოფლიანობა, პირიდან უსიამოვნო სუნი და კანის არაჯანსაღი ფერი.
ამ შემთხვევაში კი ნაწლავების გაწმენდა სელის თესლით, თაფლთან კომბინაციაში, ორჯერ უფრო ეფექტური იქნება. მოამზადეთ დეტოქს-კოქტეილი: აიღეთ 1 ს.კ. სელის თესლი,1 მწვანე ვაშლი, 1 ს.კ. თაფლი, ჭიქა წყალი და შეურიეთ ყველაფერი ბლენდერში. მიირთვით კოქტეილი დღეჩაგდებით, საუზმის წინ, ერთი თვის მანძილზე.
შედეგი სასიამოვნოდ გაოცებულს დაგტოვებთ!