“წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი, თუმცა ბოლო პერიოდში ეს პრობლემა ჭინჭრის ნაყენმა მომიხსნა! ამიტომაც ყველა ჩემს მეზობელს გავაცანი ეს რეცეპტი. .

787

“წლების განმავლობაში ძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი, თუმცა ბოლო პერიოდში ეს პრობლემა ჭინჭრის ნაყენმა მომიხსნა! ამიტომაც ყველა ჩემს მეზობელს გავაცანი ეს რეცეპტი. .

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

“ძალიან მაწუხებდა სახსრების ტკივილი. არ დამკლებია მენჯის,მაცესტის, თბილისის ბალნეოლოგიური აბანოები. მართალია, დროებით მეხსნებოდა ტკივილი, მაგრამ მალე ისევ მეწყებოდა. თითქმის დავინვალიდდი.

მიშველა ჭინჭრის ნაყენმა. ჭინჭრის როგორც ყლორტები ასევე ფოთლები (რაც მეტი იქნება, უკეთესია) მოათავსეთ კილოიან ქილაში, დაასხით მდუღარე წყალი, თავი დაახურეთ და კარგად შეფუთეთ. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ ნახევარი ღვინის ჭიქა 3-ჯერ დღეში. ამავე წესით შეიძლება გამოიყენოთ ცაცხვის ყვავილიც.

როდესაც დაკვირვების შემდგომ მივხვდი, რომ ნაყენი ტკივილს მიხსნიდა, ჩაის ჭიქითაც დავიწყე სმა, მაგრამ არ უწყენია. მეზობლებს, ვისაც აწუხებდა სახსრების ტკივილი, ეს რეცეპტი ვასწავლე, ყველას უშველა.”

ექიმის კომენტარი: ჭინჭრის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ რეცეპტის შესაფასებლად ურიგო არ იქნება მცენარის ფარმაკოლოგიური ღირებულებების კიდევ ერთხელ განხილვა. ჭინჭრის ფოთლები შეიცავს ჭიანჭველამჟავას, ცილოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ურტიცინს, ასკორბინის მჟავას და K ვიტამინს, პანთოთენის მჟავას, ჰისტამინს, კაროტინოიდებს,ვიოლაქსანტინს, ქლოროფილს, რკინის მარილებს. მცენარეში შემავალი რკინის და ვიტამინების მარილები ორგანიზმში მოხვედრისას აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას და ასტიმულირებს ერითროპოეზს (ერითროციტების წარმოქმნას). ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ჰემოსტაზური (სისხლდენის შემაჩერებელი) თვისება, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობას უკავშირდება —

ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შემადედებელი ფაქტორის — პროთრომბინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ნაღველმდენი თვისებები აგრეთვე, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას.

ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მცენარეს ფარმაკოლოგიურ ღირებულებას მატებს ქლოროფილი, რომელსაც აქვს მასტიმულირებელი და მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და კუნთოვან ტონუსს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას (ეპითელიზაციას და გრანულაციას). ამდენად, მცენარე ბიოაქტიურ ნივთიერებათა მართლაც რომ უნიკალურ კომპლექსს შეიცავს და მისი ნაყენი არაერთი დაავადების დროსაა ეფექტიანი.

თუმცა, თუ მაღალი პროთრომბინი გაქვთ, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ნაყენის უკონტროლოდ, ჭარბად მიღებისაგან.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები