ყველაზე გავრცელებული პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა : პირის ღრუში წლულების გაჩენა 

1014

ყველაზე გავრცელებული პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა : პირის ღრუში წლულების გაჩენა 

ზოგჯერ პირის ღრუს ლორწოვანი წყლულდება, იფარება სითხიანი ბუშტუკებით, რაც ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

დროდადრო ბუშტუკები სკდება და ენაზე წყლულები ჩნდება, რომლებიც წყლის მიმართაც კი მგრძნობიარეა. მდგომარეობა ძალიან წააგავს სტომატიტს, მაგრამ მისგან განსხვავებულად მიმდინარეობს.

მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული მოსაზრებით, ის ზოგიერთ დაავადებას ახლავს თან.

ხალხურ მედიცინაში ამ წყლულების წამალიც მოიპოვება.

ჭიქაში სასურველია, იყოს კერამიკული და სქელკედლიანი — ჩაყარეთ 2 სადილის
კოვზი კრაზანა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული 1 საათით.

როდესაც ნაყენი ლამაზ მოწითალო ფერს მიიღებს, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.

1 სადილის კოვზი გულყვითელა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1
ჭიქა ქაფქაფა წყალი, ადუღეთ 10 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნახარში გამოივლეთ პირის ღრუში.

პირის ღრუში დღეში რამდენჯერმე გამოისვით ნატურალური თაფლი. ეს ხერხი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესი ეს-ესაა დაიწყო და პირის ღრუში მხოლოდ თითო-ოროლა ბუშტუკია.

კარგია ახალგამოწურული კომბოსტოს წვენიც. გამოწურეთ, გააზავეთ იმავე ოდენობის თბილი ანადუღარი წყლით და დროდადრო გამოივლეთ პირის ღრუში.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია