ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები :
400 გრამი ფქვილი
250 გრამი კეფირი
მარილი
1 ჩაის კოვზი სოდა
მომზადების ეტაპები:
პირველ რიგში, მარილი, სოდა და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს
მეორე ეტაპისთვის, კეფირთან ერთად უნდა მოზილოთ მიღებული ცომის მასალა.
შემდეგისთვის სასურველია მცენარეული ზეთი შეიზილოთ ხელზე, რადგან ცომის ნაწილები არ მოგეკრათ ხელებზე.
როდესაც მოზელთ ცომს, 10 წუთის განმავლობაში უნდა მოათავსოთ და დააყოვნოთ მაცივარში.
მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი სასურველია გაყოთ 5 ტოლ ნაწილად და თითოეული მათგანი გაშალოთ თხლად, შემდეგ კი ჩანგლით დაჩხვლიტოთ, რადგან თავიდან აიცილოთ გამოცხობის დროს ცომის გაფუება.
მიღებული ცომის ნაჭრები მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ტემპერატურაზე.როდესაც ორივე მხარე კარგად დაიბრაწება, გადმოიტანეთ მიღებული პროდუქტი თეფშებზე და კარგად წაუსვით კარაქი .