რა სასარგებლო თვისებები აქვს გოგრის თესლს ჩვენი ორგანიზმისთვის! კიდევ უფრო შემიყვარდა!

2334

რა სასარგებლო თვისებები აქვს გოგრის თესლს ჩვენი ორგანიზმისთვის! კიდევ უფრო შემიყვარდა!

გოგრის თესლი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე.

ძილის ხარისხის გაუმჯობესება, გულის კუნთის გაძლიერება, პარაზიტების განადგურება, საჭმლის მონელების გაუმჯობესება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დადებითი შედეგებისა, რომელთაც გოგრის თესლის რეგულარულად მირთმევის შემდეგ მიიღებთ. დიაბეტის პრევენცია – კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ეს უნივერსალური პროდუქტი.

გარდა იმისა, რომ გოგრის თესლი ცილის საკმაოდ დიდ წყაროს წარმოადგენს, ის შეიცავს 9 ღირებულ ამინომჟავას, მდიდარია უჯრედისითა და სხვადასხვა მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისთვის.

გოგრის თესლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითაც, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე. ამ პროდუქტში საკმაოდ მაღალია ისეთი ზეთების შემცველობაც, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. თუ გოგრის თესლით თავს რეგულარულად გაინებივრებთ, შეძლებთ სისხლის წნევის დარეგულირებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციას, ნაღვლის ბუშტის გაჯანსაღებას, თმის ცვენის შემცირებას და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გოგრის თესლი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტია

სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი გოგრის თესლი გამოიჩვევა ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის სტიმულირებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს. სოწრედ ამიტომ, თუ საკუთარი თავის ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან დაცვა გსურთ, რეგულარულად მიირთვით ეს უნიკალური პროდუქტი.

ანთების საწინააღმდეგო თვისებები

გოგრის თესლი ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევა. რეგულარულად ამ პროდუქტის მირთმევით თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, გათავისუფლდეთ ქრონიკული დაავადებებისგან, თავიდან აირიდოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, მე-2 ტიპის დიაბეტი და კიბოც კი.

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებით მდიდარი ამ პროდუქტის შესწავლის დროს გაირკვა, რომ მისი სეზამის თესლთან კომბინირებით ჩვენ ვიღებთ ძალიან სასარგებლო ბუნებრივ საშუალებას, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ანთებას იმ ზრდასრულ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის თაავადებები აღენიშნებათ.

მდიდარია შენართებით, რომლებიც იცავს ჩვენს გულს<

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ უმი გოგრის თესლი, გულის გაჯანსაღებაა. ალფა-ლინონიუმის მჟავა, რომლითაც მდიდარია ეს პროდუქტი, არაჩვეულებრივია კარდიო-ვასკულარული დაავადებების პრევენციისთვის.

მე-2 ტიპის დიაბეტის პრევენცია

თუ მე-2 ტიპის დიაბეტი გაწუხებთ, გირჩევთ, მიირთვათ გოგრის უმი თესლი (თავის ნაჭუჭთან ერთად) რეგულარულად. ასე თქვენ შეძლებთ გლუკოზის დონის შემცირებას სისხლში. არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურებულია, რომ გოგრის თესლი ანტი-დიაბეტიკური პოტენციალით გამორჩეული ნატურალური პროდუქტია.

სწორედ ამიტომ, თუ ამ უსიამოვნო დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, დაიწყეთ გოგრის თესლს ჭამა დღეიდანვე.

ძილის ხარისხის გაუმჯობესება

თუ დაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, ყოველ საღამოს გოგრის თესლის მირთმევა არაჩვეულებრივი იდეაა. მოცემული პროდუქტი შეიცავს ტრიფტოპანის სუბსტანციებს – ნივთიერება, რომელიც კარგ და ხარისხიან გამოძინებასთან არის დაკავშირებული.

გოგრის თესლი კარგია თქვენი თვალების ჯანმრთელობისთვის

თუ ასაკის მატებით გამოწვეული თვალის პრობლემების თავიდან არიდება გსურთ, მიირთვით გოგრის თესლი რეგულარულად.

თუთია, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ეს პროდუქტი, აუცილებელია კარგი მხედველობისთვის და ჩვენი თვალების დასაცავად. გარდა ამისა, გოგრის თესლი შეიცავს ლუტეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც გვიცავს მაკულარული დეგენერაციისგან.

არაჩვეულებრივია მამაკაცების ჯანმრთელობისთვის

გოგრის თესლი მდიდარია ისეთი შენაერთებით, რომლებიც თავიდან გვარიდებს პროსტატის გადიდებას. თუ თქვენ შუახნის მამაკაცი ბრძანდებით, გირჩევთ, რეგულარულად მიირთვათ ეს უნკალური პროდუქტი.

გოგრა გვიცავს საშარდე გზებში კენჭების ფორმირებისგან

ტაილანდში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების თანახმად, რეგულარულად გოგრის თესლის მირთმევით შესაძლებელია საშარდე სისტემაში მინერალური ნარჩენების დაგროვების პრევენცია. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი მდიდარია ისეთი ღირებული მკვებავი და სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც თირკმელებში კენჭების ფორმირებისგან საიმედოდ გვიცვას.

კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ გოგრის თესლი ყოველდღიურად: 

ასე ბოლომდე გაანადგურებთ ორგანიზმში ბინადარი პარაზიტებს, ჭიებსა და მათ კვერცხებს; უჯრედისის მაღალი შემცველობის ხარჯზე გოგრის თესლი სტიმულირებს წონის კლების პროცესს; არეგულირებს სისხლის წნევას; ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში; აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

რა რაოდენობით უნდა მივირთვათ გოგრის თესლი ყოველდღიურად?

რეკომენდებულია დღის განმავლობაში 2 სუფრის კოვზი (დაახ. 28 გრამი) გოგრის თესლის მირთმევა. ის აუცილებლად უნდა იყოს უმი, რადგან თერმული დამუშავების შედეგად მასში სასარგებლო ნივთიერებების საკმაოდ დიდი ნაწილი ნადგურდება. გამოაშრეთ გოგრის თესლი მზეზე და შემდეგ მიირთვით.

აუცილებლად სანახავი:ბუასილის ყველაზე ეფექტური სამკურნალო რეცეფტები , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია