ლოცვა, რომელიც მამებმა უნდა წაიკითხოთ შვილების კეთილდღეობისთვის

1197

ლოცვა, რომელიც მამებმა უნდა წაიკითხოთ შვილების კეთილდღეობისთვის

უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, მემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებელად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებლად მისა,
სახედ მეუფებისა შენისა;

და მსგავსება ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყვარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ
მეცა, ცოდვილი და უხმარი მონა შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქმელსა სიტკბოებასა მისსა;

შეიწირე ვედრება ესე ჩემი და შეი-
წყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონება მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისათა;

იაფი ავიაბილეთები avia.ge

შეუნდვენ და მიუტევენ და ახოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იხსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯვენით მათსა, მცველად ცხოვრებისა მათისა, და მარადის
უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა;

სიწმიდითა და კეთილითა  მოქალაქობითა აღავსე ცხოვრება მათი და გარე-შეღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვა ბოროტისა;

მოყვარენი და მეგობარნი განუმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერება, მშვიდობა, სულგრძელება და სიმდაბლე;

განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და.ხორციელნი ძალნი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა;

განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხოვრება მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი;

და დღითა კეთილითა აღვსებულნი
ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რათა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და
მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყვარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელი სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია