ქრისტიანთათვის სავალდებულო წესები ლოცვის დროს პირჯვარის წერისა და ბუტანიის შესახებ

1183

ქრისტიანთათვის სავალდებულო წესები
ლოცვის დროს პირჯვარის წერისა და ბუტანიის შესახებ

გარეგნულად ლოცვითი გრძნობა ვლინდება პირჯვრის გამოსახვითა და მეტანიით.

პირჯვრისწერა სრულდება მარჯვენა ხელით. ამისთვის ვაერთებთ პირველ სამ თითს ერთად, ხოლო  ორ დანარჩენს, ე.წ. უსახელოს და ნეკს, ვხრით ხელის გულზე.

სამი ერთად შეერთებული თითით ვეხებით შუბლს, რათა ჭეშმარიტი რწმენის და ჯვრის
ძალით განვიწმინდოთ ჩვენი გონება და აზრები, თან გულში ვამბობთ:

„სახელითა მამისათა“, შემდეგ ვიდებთ მკერდს ქვემოთ, რათა განვიწმინდოთ გული და გრძნობები, და ვამბობთ:

„და ძისათა“, შემდეგ — მარჯვენა და მარცხენა მხარზე, რათა განვიწმინდოთ ხორციელი ძალები და მოვიწვიოთ კურთხევა ჩვენს.ხელთა საქმეებზე, ვამბობთ: ,,და სულისა წმიდისათა,
ამინ“.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამით ჩვენს სხეულს ჯვარს გამოვსახავთ, ხე-
ლის დაშვების შემდეგ თავს ვიდრეკთ, რათა გამოვხატოთ თაყვანისცემა.

სამი თითის შეერთება აღნიშნავს ჩვენს რწმენას::
წმიდა სამებისადმიმამა ღმერთის, ძე ღმერთის და სულიწმიდა ღმერთისადმი;

ორი მოხრილი თითი კი აღნიშნავს ჩვენს რწმენას ძე ღმერთის — იესო ქრისტესადმი, რომ მას აქვს ორი ბუნება:  არის ღმერთი და კაცი, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცდა ანუ ინება ამ ქვეყნად ადამიანად დაბადება.

პირჯვრის გამოსახვას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს:

ქრისტეს ჯვარი, თავისი გარეგნული
ფორმით სიმბოლოა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ურთიერთკვეთისა, ერთობისა, ღვთისა და
მოყვასისადმი თავდადებული სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება ჯვარია;

სხვანაირად არ არსებობს ღვთის დიდება. ჯვარი არის ამქვეყნად ღვთის დიდებაც და ღვთის დიდების ნიშანიც. ამიტომ როდესაც
ლოცვის დროს ხდება ღვთის სახელის მოწოდება და დიდება: „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

მორწმუნენი ვიწერთ პირჯვარს, რითაც გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სურვილს და სწრაფვას —მივბაძოთ ქრისტეს, ვიცხოვროთ სადიდებელად
ღვთისა.

პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი
ბოროტის შემმუსვრელი ძალაა — საღვთო კვერთხი.

პირჯვარს ვიწერთ ღვთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას, ასევე ღვთისაგან შენდობის, შეწყალების თხოვნისას, ღვთისმშობლისა და წმინდანებისგან ღვთის წინაშე მეოხების თხოვნისა და მათი დიდებისას.

პირჯვარს ვიწერთ ერთხელ ან სამჯერ, დინჯად და ღვთისმოშიშებით. ასე, მაგალითად: 3-ჯერ ან 12-ჯერ „უფალო, შეგვიწყალენ“-ზე, რის შემდეგაც კვლავ
განვაგრძობთ ლოცვას.

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია