როგორ შეიძლება გაგიჩნდეთ ფეხის სოკო და როგორ ვუმკურნალოთ

699

როგორ შეიძლება გაგიჩნდეთ ფეხის სოკო და როგორ ვუმკურნალოთ?

მოგეხსენებათ სოკო – საკმაოდ გავრცელებული და უსიამოვნო ინფექციური დაავადებაა, რომელიც შეგიძლიათ აიკიდოთ საზოგადოებრივ პლაჟზე,საშხაპეში ან სპა-სალონში.

რას მოიცავს სოკოვანი ინფექცია:

სოკოს ინფექცია შეიძლება გაჩნდეს როგორც ფეხის, ასევე ხელის ფრჩხილებზე. მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება ფეხზე, რადგან ნესტიან და ბნელ გარემოში (ფეხსაცმელში) თავს შესანიშნავად გრძნობენ ბაქტერიები

ფეხის სოკოს ყველაზე ხშირი გამავრცელებელია დერმატოფიტია. დაავადება ნელ-ნელა იკვეთება. ჯერ ფრჩხილზე ჩნდება პატარა თეთრი ან ყვითელი ლაქა. დროის გასვლის შემდეგ ის  თხელდება,ფერს იცვლის და იფცქვნება. ტკივილი გვიან ჩნდება, როცა ფრჩხილი ტყდება. აქამდე სოკო დისკომფორტს არ გიქმნით.

მაშ როგორ ვიმკურნალოდ სწორად!

ჯერ დარწმუნდით, რომ სოკოს ინფექცია გაქვთ. თუ დიდხანს გეცვათ მოუხერხებელი ფეხსაცმელი გაყვითლებული და შრეებად ამძვრალი ფრჩხილი შეიძლება ტრავმის შედეგი იყოს. სხვა მიზეზებია:  ფსორიაზი, კონტაქტური დერმატიტი,ფრჩხილის დისტროფია ან ბაქტერიული ინფექცია. მაგრამ თუ ფრჩხილმა მოულოდნელად დაიწყო აქერცვლა, დერმატოლოგს მიაკითხეთ. თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მკურნალობა ხანგრძლივია, შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.

როგორ ვუმკურნალოთ ფეხის სოკოს?

როგორც წესი, სოკო ნესტიან და თბილ გარემოში ჩნდება, ამიტომაც დაიცავით წესები

დაიცავით შემდეგი წესები:

  1. შხაპის მიღების შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ფეხები, დაიმუშავეთ მიკროიარა, კარგად დაიბანეთ საპნით და წაისვით სამკურნალო კრემი.
  2. აირჩიეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი. სასურველია, ნატურალური ტყავის. რეგულარულად გაანიავეთ ფეხსაცმელი, სამსახურში თან იქონიეთ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
  3. პერიოდულად გათავისუფლდით ძველი ფეხსაცმლისგან, მანიკიურის გასაკეთებლად აირჩიეთ ის სალონი, სადაც სტერილიზაციას იცავენ, ყოველ ახალი კლიენტს უცვლიან ინსტრუმენტს. ოსტატმა თქვენი თანდასწრებით უნდა გახსნას ინსტრუმენტების პაკეტი, რომელსაც აწერია: “სტერილურია”, თუ ფრჩხილის სოკოსადმი მიდრეკილი ხართ, მანიკიურის ოსტატს სთხოვეთ, კუტიკულა არ მოგაჭრათ. ეს დაავადების რისკს ზრდის.
  4. თუ მანიკიურს შინ იკეთებთ, გამოყენების შემდეგ ინსტრუმენტი აუცილებლად გარეცხეთ საპნით, კარგად გაამშრალეთ და სპირტისშემცველი ანტისეპტიკით დაამუშავეთ.

და რა არ უნდა გააკეთოთ!

  1. არ ჩაიცვათ ცხელი და დახურული ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხი გიოფლიანდებათ.
  2. არ ათხოვოთ არავის პირსახოცი და ჰიგიენის სხვა ნივთები.
  3. არ ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი ან წინდები, არ გამოიყენოთ სხვისი მანიკიურის ინსტრუმენტები, მაკრატელი.

ფეხის სოკო – გავრცელებული და უსიამოვნო პრობლემაა. ის არ დაგემართებათ, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ. თუ უკვე გაქვთ სოკო, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!

Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია