მარილით მკურნალობის 7 გზა: ყელის ტკივილი, გაციება, სოკო და ა.შ.
1. ანგინა
- 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში და დაუმატეთ 2 წვეთი იოდი. გამოივლეთ ყელში დღეში 3-4-ჯერ.
2. სოკოვანი დაავადებები
- ყოველდღიურად დაიბანეთ ფეხები სუფრის მარილის ხსნარით: 1 სუფრის კოვზი მარილი გახსენით 1 ჭიქა წყალში. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პროცედურის შემდეგ, ჩამოიბანეთ ფეხები სუფთა გრილი წყლით და აუცილებლად შეიმშრალეთ.
- დაჭერით 1 კბილი ახალი ნიორი. გახსენით 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი 1 ლიტრ წყალში. მიღებულ სითხეს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნიორი, გადაწურეთ სუფთა ტილოთი ან მარლით. მიღებულ ნარევს დაუმატეთ კიდევ 4 სუფრის კოვზი მარილიანი წყალი. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ მაინც წაისვათ დაზიანებულ და სოკოთი დაავადებულ ადგილას.
3. ცხვირიდან გამონადენი
- ძველი ხალხური საშუალება გაციების წინააღმდეგ: არაყი ჩაიგუბეთ პირში 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო ფეხები მუხლებამდე თბილ მარილიან წყალში ჩადგით. შემდეგ დალიეთ 2 ჭიქა ცხელი ჩაი პიტნისა და ჟოლოს ჯემით და დაიძინეთ. თავზე თბილი, სასურველია შალის, ქუდი გეხუროთ ან გაიკეთეთ შარფი.
4. დამწვრობა
- დამწვარი ადგილი საპნით და მარილიანი წყლით დაიბანეთ.
5. გაციება
- თასში ჩაასხით სუფრის მარილი და დადგით ნელ ცეცხლზე, ზემოდან მოაყარეთ გამხმარი სალბის ბალახები. დაიხარეთ და შეისუნთქეთ ამ ნაზავის ორთქლი. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატული ზეთები.
6. კანის დაბერება
- 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი გახსენით ცოტაოდენ წყალში. დაიმასაჟეთ სახე მცენარეული ზეთით. დაასველეთ ბამბის ტამპონი მარილიან წყალში და წაისვით სახეზე და კისერზე წრიული მოძრაობებით. შემდეგ დაიტენიანეთ კანი კრემით.
7. ეგზემა
- ზღვის მარილი დაფქვით ყავის საფქვავში , შეურიეთ ძირტკბილას ბალახის ფხვნილს (ორივე თანაბარი რაოდენობით). მიღებული ნარევი წაისვითეგზემაზე.
აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს
Facebook კომენტარები