გათავისუფლდით ფეხის შემაწუხებელი ცუდი სუნისგან საცხობი სოდის დახმარებით!!

850

გათავისუფლდით ფეხის შემაწუხებელი ცუდი სუნისგან საცხობი სოდის დახმარებით!!

შესანიშნავი მეთოდია!

არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია,ვისაც ფეხის ტერფებზე არასასიამოვნო სუნი ახასიათებთ. ამ პრობლემისგან გამოწვეულ დისკომფორტს კი ისინი წლობით ებრძვიან სხვადასხვა საშუალებების დახმარებით. თუმცა დღეს ჩვენ კვლავ გვინდა შეგახსენოთ ისიც,რომ არსებობს რამდენიმე ეფექტური ბუნებრივი საშუალება ფეხის ცუდი სუნის წინააღმდეგ, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ, თუნდაც ნატრიუმის ბიკარბონატის საფუძველზე.

რეცეპტების მოწოდებამდე ზუსტად უნდა განვმარტოთ, რატომ ჩნდება ეს არასასიამოვნო სუნი ფეხებზე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენს კანში მცხოვრები ოფლისა და ბაქტერიების ნაზავი ქმნის და კვებავს სოკოს, რომელიც შემდგომში არასასიამოვნო არომატს გამოსცემს.

6 საინტერესო ხრიკი ფეხებიდან ცუდი სუნის მოსაშორებლად:

1. შავი ჩაი:

მოამზადეთ 1 ლიტრი შავი ჩაი და გააგრილეთ ისეთ ტემპერატურამდე, რომ შემდგომ მასში ფეხის ტერფები მოათავსოთ. იგივე ეხება წყლის გათბობასაც. ახლა კი ჩაი შეურიეთ წყალს და მოათავსეთ ფეხები ამ ნარევში.

გააჩერეთ წამალი ნახევარი საათის განმავლობაში და შემდგომ დაისვენეთ. შავ ჩაის აქვს შემკვრელი და ანტიბაქტერიული თვისებები, ამიტომ სოკოს თავს უფრო სწრაფად დააღწევთ, ვიდრე ამას თქვენ ფიქრობთ.

2. დამატენიანებელი საშუალებები:

ნებისმიერი დამატენიანებელი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფეხების სასიამოვნო სუნის შენარჩუნებაში, არამედ იმ მიკროორგანიზმებთან ბრძოლაში, რომლებიც აზიანებენ თქვენს კანს.

ძილის წინ წაისვით დიდი რაოდენობით კრემი ფეხებზე და დაწექით. გააკეთეთ ეს ყოველდღე, ასე რომ თქვენ ატენიანებთ კანს და შეინარჩუნებთ სასიამოვნო სურნელს.

3. ვაშლის სიდრი ძმარი:

ეს ანტიბაქტერიული უპირატესობა განპირობებულია მისი ანტიტოქსიკური, ბაქტერიციდული და ანტიოქსიდანტური თვისებებით. დაასველეთ ფეხები ნახევარ ლიტრ ვაშლის ძმარში და 1 ლიტრ ცხელ წყალში 20 წუთის განმავლობაში.

დარწმუნებული იყავით, რომ სუნი გაქრება, ისევე როგორც ყველა ტკივილი, რომელსაც განიცდით როგორც ფეხებში, ასევე სხეულის დანარჩენ ნაწილებში. სინამდვილეში, მას შეუძლია დაგამშვიდოს კიდეც.

4. საცხობი სოდა:

თქვენ უნდა მოათავსოთ ფეხები დიდ თასში, სადაც მანამდე ჩასხმული გექნებათ 8 ჭიქა ცხელი წყლი, ¼ ჭიქა საცხობი სოდა და ერთი ლიმონის წვენი. ტერფები მასში გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.

ეს ნარევი ებრძვის სოკოებს, ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს, რომლებიც ყველას გვაქვს კანზე და სხეულზე.

5. ეფსომის მარილი:

ნახევარი ჭიქა ეპსომის მარილი და 8 ჭიქა თბილი წყალი საკმარისი იქნება ქვედა კიდურებისთვის. მარილი თავისი შემადგენლობით არეგულირებს ჩვენი ორგანიზმის pH-ს, შედეგად ცუდი სუნის მიზეზი განეიტრალება და შემდგომ აღმოიფხვრება კიდეც.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია