უძილობა, ზოგადი თავის ტკივილი და ენერგიის დაბალი დონე შეიძლება ნიშანი იყოს იმისა, რომ დროა დაიწყოთ ამ ვიტამინების მიღება!

13427

უძილობა, ზოგადი თავის ტკივილი და ენერგიის დაბალი დონე შეიძლება ნიშანი იყოს იმისა, რომ დროა დაიწყოთ ამ ვიტამინების მიღება!

ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

როდესაც ჩვენს ორგანიზმში რაიმე არასწორად მიმდინარეობს, სხეული მაშინვე გვაძლევს გარკვეულ მინიშნებას. მაგრამ ხშირად ამ ყოველივეს ვუგულებელყოფთ და ვერ გაგვიგია რის “თქმას” ცდილობს ჩვენი ორგანიზმი. საბოლოოდ კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით.

ზოგიერთი სიგნალი მოიცავს უძილობას, ენერგიის ნაკლებობას, თავის ტკივილს და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში კი, ეს ყოველივე გამოწვეულია საკვები ნივთიერებების ნაკლებობით, როგორიცაა მაგნიუმი და K ვიტამინი.

დღეს ჩვენ უფრო მეტს გეტყვით ამ საკვები ნივთიერებების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათ გავლენა მოახდინონ თქვენს ჯანმრთელობაზე:

მაგნიუმი

სარგებელი: მაგნიუმი მინერალია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისთვის. ის ასევე მონაწილეობს ახალი ცილების შექმნაში.

გარდა ამისა, ის ეხმარება ჩვენს ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში. ეს მინერალი ხელს უწყობს დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლას და ათავისუფლებს შფოთვას და სტრესსაც. მას აქვს შაკიკის განკურნების და მუდმივი თავის ტკივილის პრევენციის უნარიც.

თუ თქვენს სხეულს აკლია მაგნიუმი, სეროტონინის დონეც იკლებს. ეს ყოველივე კი ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერის ფუნქციაზე.

იცოდით ისიც, რომ როდესაც თქვენ ორგანიზმში გაქვთ დაბალი მაგნიუმის დონე, უფრო მეტად განიცდით დეპრესიას და უძილობას.

19-30 წლის ქალებში რეკომენდებულია 310 მგ მაგნიუმის მიღება. ხანდაზმულებმა უნდა მიიღონ 320 მგ. 19-30 წლის მამაკაცებში რეკომენდებულია 400 მგ მაგნიუმის მიღება. ხანდაზმულებმა კი უნდა მიიღონ 420 მგ.

მაგნიუმის საუკეთესო დიეტური წყაროები: ავოკადო, ისპანახი, თხილი, ხორცი, თევზი, პური და ყავისფერი ბრინჯი

ვიტამინი K

სარგებელი: ვიტამინი K გვეხმარება იმ ცილების სინთეზში, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება სისხლდენის შესაჩერებლად და სისხლის გასქელებაში. თუ თქვენს სხეულს აკლია K ვიტამინი, თქვენ გაქვთ სისხლდენის ან ზედმეტი სისხლჩაქცევების გაჩენის მეტი ალბათობა.

ვიტამინი K გვეხმარება დაიცვას ჩვენი სარქველები და არტერიები კალციფიკაციის პროცესისგან. გარდა ამისა, ამცირებს ალცჰეიმერის და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

D ვიტამინთან ერთად, K ვიტამინს შეუძლია გააძლიეროს ჩვენი ძვლები. ასევე K ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი მოტეხილობა.

K ვიტამინის ყოველდღიური მიღება ძირითადად დამოკიდებულია წონაზე, ასაკზე და სქესზე. მოზრდილებს ურჩევენ მიიღონ 0,001 მგ ვიტამინი K,  სხეულის წონის ყოველ 1 კგ-ზე.

K ვიტამინის საუკეთესო დიეტური წყაროებია:

ცხარე სანელებლები, მათ შორის ჩილი, კაიენი, კარი და პაპრიკა, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: მდოგვის მწვანილი, კალე, ტურნიკის მწვანილი, ისპანახი.

მწვანილი, მათ შორის ოხრახუში, რეჰანი, ხახვი, სალბი, მარჯორამი, თიამი და ქინძი.
სალათის მწვანილი, როგორიცაა ხახვი, რომაული სალათის ფოთოლი, ბოლოკი, ხახვი, წითელი სალათის ფოთოლი და ნიახური.

დანამატების მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს! გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტა!

Facebook კომენტარები