გაამაგრეთ თქვენი მუხლები და აღიდგინეთ ხრტილები! ამისთვის კი აქაა მოცემული  საუკეთესო სასმელი..!

1872

გაამაგრეთ თქვენი მუხლები და აღიდგინეთ ხრტილები! ამისთვის კი აქ მოცემულია საუკეთესო სასმელი..!

ეს ყოველივე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი!

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი სხეულის ზოგიერთი ნაწილი უფრო მყიფე და დაავადებისადმი მიდრეკილი ხდება.მაგ: სხეულის გარკვეული ნაწილები, როგორიცაა მუხლები, წლების განმავლობაში ექვემდებარება ბევრ ცვეთას, რაც თავის მხრივ იწვევს მუხლების სიძლიერის შესუსტებას, ასევე სუსტდება ლიგატები და ხრტილებიც, ეს ყოვეილვე კი დროთა განმავლობაში შეიძლება საკმაოდ მტკივნეული პროცესი გახდეს.

დასუსტებული მუხლები თავის მხრივ კი შეიძლება საკმაოდ დიდ პრობლემად იქცეს, რადგან ეს სახსრები ხომ სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი შემაერთებელი ქსოვილია.

რაც შეეხება მუხლის ტკივილს, თითქმის ვერაფერი შეამსუბუქებს მას. ტკივილგამაყუჩებლები იშვიათად მოქმედებს და არც არსებობს სააფთიაქო საშუალებებიდან მისი ეფექტური მკურნალობა, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თქვენი მუხლები. საბედნიეროდ კი, არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ - ის აღადგენს იოგებსა და ხრტილებს თქვენს მუხლებში, ეფექტურად შეამცირებს ტკივილს და დაგეხმარებათ გადაადგილებაშიც.

ეს საშუალება ძალიან მარტივი მოსამზადებელია და შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, რაც თქვენს მუხლებს სიჯანსაღეს შემატებს. აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყოველივე:

ინგრედიენტები: 230 გრ წყალი, 230 გრამი ტკბილი ნიგოზი, ჭიქა შვრიის ფაფა, ჭიქა ფორთოხლის წვენი, ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი, ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჭიქა ანანასის ნაჭერი

მომზადება:

შვრიის ფაფა მოხარშეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრილეთ, სანამ სხვა ინგრედიენტებს დაუმატებთ. ყველაფერი აურიეთ ბლენდერში და შემდეგ დალიეთ რამდენიმე ჭიქა სასმელი ყოველდღე, სანამ ტკივილი არ გაქრება. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა დალიოთ ერთი ჭიქა პრეპარატი საუზმის წინ, შუადღისას და ძილის წინ.

ასევე აქაა წარმოდგენილი რამდენიმე საკვები და სასმელი, რომელიც გააძლიერებს თქვენს ლიგატებს და მუხლებს და თავიდან აგაცილებთ ტკივილს:

წყალი: სათანადო დატენიანება მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მუხლის ჯანმრთელობისთვისაც. დღეში დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.

ხახვი: ხახვი (და ალიუმის ოჯახის ნებისმიერი ბოსტნეული) ჯანსაღი ბოსტნეულია, მდიდარია გოგირდით, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმში კოლაგენის წარმოებისთვის. კოლაგენი ეხმარება მუხლებს დარჩეს მოქნილ მდგომარეობაში და შეინარჩუნოს სიძლიერეც, რაც საკვებ ნივთიერებებს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

C ვიტამინით მდიდარი საკვები: ციტრუსები, როგორიცაა ლიმონი, ფორთოხალი, კივი და ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, კომბოსტო და წიწაკა, მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მუშაობს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებთან ერთად სახსრების ანთების და შეშუპების შესამცირებლად. C ვიტამინს ასევე შეუძლია ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება და მუხლებში ხრტილის გაძლიერება.

ხორცპროდუქტები: ხორცპროდუქტები მდიდარია პროტეინებით, რაც მნიშვნელოვანი საკვებია თქვენი ძვლებისთვის. პროტეინი ხელს უწყობს კოლაგენის ხრტილის სინთეზს და აჩქარებს შეხორცების პროცესს მუხლებსა და სახსრებში. ხორცი ასევე შეიცავს რკინას, თუთიას და სხვა მინერალებს, რომლებიც აუცილებელია დაზიანებების სამკურნალოდ. თუ არ მიირთმევთ ხორცს, შეგიძლიათ მიიღოთ ცილა დიეტური წყაროებიდან, როგორიცაა თხილი და თესლი, მშრალი ლობიო და ზღვის პროდუქტები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია