ყურადღება! საზიანოა თუ არა თითების “ტკაცუნი”? რა ხდება ამ დროს სინამდვილეში?

806

ის საოცარი გრძნობა, როცა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შეგიძლია მოდუნდე, გაშალო ხელები და გამარჯვებული გამომეტყველებით დაატკაცუნო თითები… თუმცა, ალბათ შენც მთელი ბავშვობის მანძილზე გეუბნებოდნენ, რომ თითების დატკაცუნება ჯანმრთელობისთვის ცუდია, თუმცა ნორმალურად არ გიხსნიდნენ, რატომ.

სინოვიური სითხე სახსრებისთვის ერთგვარი ‘დასაზეთი’ საშუალების როლს ასრულებს. როცა სახსრებს ვჭიმავთ, თავისუფლდება აირი და ამის გამო ამ სითხეში აირის ბუშტუკები წარმოიქმნება და სკდება. იმისათვის, რომ იგივე სახსარი მეორედ დაატკაცუნო, 20 წუთი მაინც უნდა მოიცადო, რათა აირის ბუშტუკები ხელმეორედ წარმოიქმნას. მაგრამ, ნუთუ არაფერია ცუდი სახსრების დატკაცუნებაში? როგორც აღმოჩნდა, არა.

ამერიკელმა ექიმმა, დონალდ ანგერმა, გადაწყვიტა, საკუთარ თავზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი. 60 წლის განმავლობაში ის ყოველ დღე ‘ატკაცუნებდა’ ერთი ხელის თითებს, მეორეს კი – არა. მიუხედავად არადამაიმადებელი პროგნოზებისა, ანგერს 60 წლის შემდეგ არ დამართნია ართრიტი.სხვა ექიმები, ამ დროს ვარაუდობენ, რომ ეს ჩვევა გამოიწვევს სახსრების სითხის გაჟონვას და მოჭიდების უნარის შესუსტებას. თუმცა, ამ გამოკვლევას არანაირი მტკიცე დასაბუთება არ ახლავს.

ასე რომ, შეგიძლია არ ინერვიულო და დროდადრო ასიამოვნო საკუთარი თავი თითების დატკაცუნებითაც კი :). ეს ყოვეილვე კი მინიმუმ მანამდე, სანამ ახალ გამოკვლევას არ ჩაატარებენ, საწინააღმდეგო დასკვნით…

Facebook კომენტარები