მოუსვენარი ფეხების სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ფეხებში არასასიამოვნო შეგრძნებებს წარმოშობს მაშინ, როცა ადამიანი ისვენებს. ამ სინდრომის გამომწვევი მთავარი მიზეზი უცნობია. თუმცა ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტთან, ალკოჰოლის ჭარბ მიღებასთან, ორსულობასთან, თირკმლის უკმარისობასთან.
ღამით ფეხის კრუნჩხვა თუ გაკავება გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანებს ძილის დროს აწუხებთ, მოუსვენარი ფეხების სინდრომისგან განსხვავებით, გაკავების დროს ფეხის მოძრაობა დისკომფორტს ვერ შეამცირებს და პირიქითაც. მისი მიზეზი გადაჭარბებული ვარჯიში, მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ან დეჰიდრაცია შეიძლება იყოს.
არსებობს სხვადასხვა რჩევა, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ორივე პრობლემა: მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ღამით ფეხის გაკავება. აქედან ზოგი მასაჟს მოიცავს, ზოგი – თბილი წყლების აბაზანასა თუ ბევრი წყლის დალევას. თუმცა არსებობს ერთი მარტივი საშუალება, რომლის გაკეთება თქვენ ღამით შეგიძლიათ.
ჩაიდეთ საპონი ზეწრის ქვეშ!
დიახ, დიახ. იმ ადამიანების 42 %, რომლებიც ფეხის გაკავებითა თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომით იტანჯება ამ ხერხს იყენებს. რატომ მუშაობს ეს მეთოდი? ექიმები დარწმუნებულები არ არიან, თუმცა ზოგი მათგანი ირწმუნება, რომ მაგნიუმი (რომელიც საპონში გვხვდება) ამ პრობლემას მარტივად ჭრის.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.