ხვრინვას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია! ეს 3 პროდუქტი მის წინააღმდეგ დაგეხმარებათ

1480

ხვრინვას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია! ეს 3 პროდუქტი მის წინააღმდეგ დაგეხმარებათ

ხვრინვა არა მარტო ოჯახის წევრებს „უწამლავს“ ცხოვრებას, არამედ თვითონ მხვრინავსაც. დაღლილობა, გაღიზიანება, თავის ტვინის ფუნქციონირების გაუარესება, გულის უკმარისობა,- ხვრინვის შედეგებია. ხვრინვის ხმის გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა ხახის კედლების, რბილი სასისა და ენის ძირის რხევითი მოძრაობები. ცხვირსა და ყელში ლორწო არის ძირითადად, ხვრინვის მიზეზი. ამ ლორწოს შემცირება არის ის, რაც უნდა გაკეთდეს.

საშუალებები ხვრინვის წინააღმდეგ

ოცნებობთ ხვრინვისგან გათავისუფლდეთ? სწავლულები თვლიან, რომ რამდენიმე პროდუქტს თქვენი დახმარება შეუძლია.1. პიტნა- ცხელი პიტნის ჩაი დაგეხმარებათ სუნთქვის გასუფთავებაში. ასევე სასარგებლოა პიტნის ეთერზეთი: 2-3 წვეთი გახსენით ცხელ წყალში, მიღებული ნაყენი პირში გამოივლეთ.

2. ზეითუნის ზეთი- დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, პიპეტის დახმარებით, ზეითუნის ზეთის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ ცხვირის თითოეულ ნესტოში. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.

3. კარდამონი –კარდამონი არამარტო არაჩვეულებრივი სანელებელია. არამედ სუნთქვის გამწმენდიც. წყლიან ჭიქაში ჩაამატეთ 1ჩ/კ თაფლი, ცოტაოდენი დარიჩინი და ½ ჩ/კ დაფქული კარდამონი. მიღებული სასმელი დაძინებამდე დალიეთ.

ექიმები გვირჩევენ, რომ ხვრინვისგან თავის დასაღწევად, დაძინებამდე უარი უნდა ვთქვათ რძის პროდუქტებსა და მოწევაზე.

Facebook კომენტარები