ეს რომ აღმოვაჩინე გაოცება ვერ დავმალე – ხალხურ მდიცინაში არსებობს დინდგელის გამოყენების რამდენიმე ფორმა, დღეს აქედან ორს გაგიზიარებთ. 

887

ეს რომ აღმოვაჩინე გაოცება ვერ დავმალე - ხალხურ მდიცინაში არსებობს დინდგელის გამოყენების რამდენიმე ფორმა, დღეს აქედან ორს გაგიზიარებთ. 

სპირტიანი ნაყენი

კარგი იქნება, თუ ნაყენის მოსამზადებლად 90%-იანი სპირტის ნაცვლად 70%-იანს
გამოიყენებთ, რადგან დინდგელის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი სპირტში იხსნება, ნაწილი კი წყალში.

დინდგელის ნაწილი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ის გაიყინება და გამაგრდება. მიღებული გუნდა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაუშვით სპირტით სავსე მინის ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და მოათავსეთ სიბნელეში.

დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ (სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს). ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ 100 მლ სპირტზე უნდა აიღოთ 15-20 გრამი დინდგელი.

კონცენტრაცია შეგიძლიათ მიზნის შესაბამისად ცვალოთ.

გამოყენება:

სპირტიან ნაყენს იყენებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილებისა
და კბილების დაავადებების, ტონზილიტის დროს სავლების სახით (სავლების

მოსამზადებლად:

1 ჩ.კ. ექსტრაქტს ხსნიან 1 ჭიქა წყალში.

შუა ყურის ანთებისას პროპოლისის ექსტრაქტს ურევენ მცენარეულ ზეთს თანაფარდობით 1:2, ათბობენ ოთახის ტემპერატურამდე და პიპეტით იწვეთებენ ყურში.

3-5 წვეთს ბავშვებში და 7-10 წვეთს უფროსებში 3-4-ჯერ დღეში. მოხუცებულთა სიყრუისას ამ ნარევს ყურში იწვეთებენ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.

სპირტიან ექსტაქტს დასალევად იყენებენ გაციების, გრიპის, მწვავე და ქრონიკული
ბრონქიტების, ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის, ჰიპერტონიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების, მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს.

აგრეთვე — იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ერთჯერადი მიღების დოზაა 20-40 წვეთი, რომლებიც იხსნება 100 გრამ წყალში ან რძეში.

მკურნალობის კურსია 5-დან 30 დღემდე, დაავადების შესაბამისად (მაგალითად წყლულოვანი დაავადებისას მკურნალობის კურსია 3-4 კვირა და 10-15-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ).

წყლიანი ნაყენი

საჭირო რაოდენობის დინდგელი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. როცა გაიყინება
და გამაგრდება, გახეხეთ წვრილ სახეხზე.

ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაში (ანუ მეორე ჭურჭელში, რომელშიც წყალი დუღს).

ნარევი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ (გაფილტრეთ) და მუქი
ფერის მინის ჭურჭელში გადაასხით. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს ერთი თვისა.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია