იცოდით, რომ საზამთროს კანი ნამდვილად კარგი პროდუქტია თქვენი ჯანმრთელობისთვის?

804

იცოდით, რომ საზამთროს კანი ნამდვილად კარგი პროდუქტია თქვენი ჯანმრთელობისთვის?

Ძალიან სასარგებლოა!

ცნობილია, რომ საზამთრო 91% წყლისგან შედგება. ხოლო გარდა მაღალი წყლის შემცველობისა, საზამთრო ასევე კარგი მკვებავი საშუალებაა.

რადგან ის A და C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რაც დადებითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ის მდიდარია ბოჭკოებით და კალიუმით, რაც აუმჯობესებს გულის მუშაობას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

თუმცა, თქვენ ალბათ არ იცით, რომ საზამთროს ქერქი ასევე ბევრ სარგებელს იძლევა ჯანმრთელობისთვის. შესაძლოა, ის უფრო სასარგებლოც კია, ვიდრე თავად ხილი.

შემდეგ ჯერზე,როდესაც თავდ საზამთროს ნაყოფს მიირთმევთ დარწმუნდით, რომ არ გადააგდოთ მისი ქერქი.რადგან სწორედ ისინი შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს და ვიტამინებს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

გარდა ამისა, ქერქი შეიცავს ბევრ ვიტამინს, მათ შორის ვიტამინ B და C ვიტამინს. ასევე შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მათ შორის ციტრულინს, რომელიც აუცილებელია გულის სწორი ფუნქციონირებისთვის და სწორი მიმოქცევისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ წითელი საზამთრო შეიცავს ლიკოპენს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელსაც შეუძლია დაიცვას თქვენი ორგანიზმი მრავალი დაავადებისა და ჯანმრთელობის პრობლემებისგან.

საზამთროს ქერქის მოხმარება გაზრდის თქვენს ლიბიდოს!

საზამთროს ქერქი შეიცავს ციტრულინს, რომელსაც შეუძლია ბუნებრივად გააძლიეროს თქვენი სექსუალური სურვილი. ხოლო ლიბიდოს გაძლიერების გარდა, ციტრულინი ძალიან სასარგებლოა მსუბუქი ერექციული დისფუნქციისთვის.

გააძლიერე ვარჯიში საზამთროს ქერქით:

მძიმე ვარჯიშის შემდეგ, ჩვენს კუნთებს ესაჭიროებათ ძალიან მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც უკვე აღვნიშნეთ რომ ესაა – ციტრულინი. ამიტომაც ვარჯიშის შემდეგ სასურველი ეფექტის გასაზრდელად არ დაგავიწყდეთ დიეტაში საზამთროს ქერქის დამატება.

აკონტროლეთ არტერიული წნევა:

საზამთროს ქერქს აქვს უნარი გამოდევნოს ორგანიზმში დაგროვილი წყალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ძალიან სასარგებლოა ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის, რადგან მას ბუნებრივად შეუძლია არტერიული წნევის მკურნალობა და რეგულირება.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საზამთროს ქერქი ეფექტურად არეგულირებს არტერიულ წნევას.

წონის დაკლება:

საზამთროს ქერქი ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა, რომელიც აუცილებელია მადის დაქვეითებისა და წონის დაკლებისთვის. საზამთროს ქერქს აქვს ძლიერი შარდმდენი თვისებები და შეუძლია ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის მოცილება

ასევე კარგია შარდსასქესო სისტემისთვის:

საზამთროს ქერქი ხელს უწყობს თქვენი თირკმელების სწორ ფუნქციონირებას. სინამდვილეში, ის ზრდის შარდის გამოყოფას და ინარჩუნებს შარდსასქესო სისტემის სწორ ფუნქციას. გარდა ამისა, მას აქვს უნარი თავიდან აიცილოს სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები.

ახლა, როდესაც თქვენ უკვე კარგად იცით მისი ყველა სარგებელი, დროა ჩართოთ საზამთრო თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ის თქვენს ჯანმრთელობას მრავალი თვალსაზრისითსარგებელს შემატებს.

დაუმატეთ ქერქი თქვენს სმუსებს, სუპებს, სალათებსა და ისარგებლეთ მის მიერ შემოთავაზებული ყველა სარგებელით!

Facebook კომენტარები