ქოქოსის ზეთის უნიკალური თვისებები, რომლებიც უნდა იცოდეთ. ჯადოსნური პროდუქტია

1430

ქოქოსის ზეთის საოცარი თვისებები, რომლებიც უნდა იცოდეთ. ჯადოსნური პროდუქტია

ქოქოსი, რომელიც სასარგებლო ლაურინის მჟავას, Е და К ვიტამინებს შეიცავს და ანტიმიკრობული, დამარბილებელი ეფექტით გამოირჩევა. ქოქოსის გამოყენება თავისუფლად შეიძლება თითქმის ყველა სფეროში კულინარიით დაწყებილი კოსმეტოლოგიით დასრულებული.

ქოქოსი, როგორც თავის მოვლის საშუალება:

ქოქოსის ზეთის საშუალებით ყოველთვის შეგიძლიათ დაიცვათ თავი ნუნების სიმშრალისა და აქერცვლისგან. წაისვით ზეთი თითებზე, ფრჩხილების გარშემო და მკურნალობასთან ერთად კანსაც დაირბილებთ.

თმის დარბილება – ქოქოსის ზეთი თმის მზა კონდიციონერის საუკეთესო ნატურალური ალტერნატივაა, რადგან ზეთი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და მხოლოდ ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავებით არბილებს თმას. რეცეპტი თმის ნიღაბისთვის: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლი, 40 წუთით გაიჩერეთ თმაზე და ჩამოიბანეთ შამპუნით.

თმის მტვრევის თავის ასაცილებლად კი, შეიზილეთ ქოქოსის ზეთი ყოველი დაბანის წინ.

თუ ნესტიან ამინდში თქვენი თმა იხვევა, წაისვით თმაზე ქოქოსის ზეთი, რომელიც ერთგვარი აპკის ფუნქციას შეასრულებს და დაიცავს თმას დატენიანებისგან.

ქოქოსის ზეთი სწრაფად დაუბრუნებს სახეს ბზინვარებას და ჯანსაღ ფერს. აურიეთ ერთმანეთში ქოქოსის კარაქი და საკვები სოდა (სხვათაშორის, სოდა სახის კანის გამწმენდის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა) წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, მერე კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ანტიბაქტერიული სახის ნიღაბი – კიდერ ერთი მარტივი რეცეპტი ანტიბაქტერიული და დამარბილებელი ეფექტით: კარგად შეზავებული ქოქოსის კარაქი და თაფლის ნიღაბი 15 წუთით წაისვით სახეზე, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ტუჩების დარბილება – ქოქოსის კარაქის და ყავისფერი შაქრის შერევით ტუჩების მშვენიერ „სკრაბს“ მიიღებთ, მხოლოდ ქოქოსის კარაქი კი, ჰიგიენური პომადის საუკეთესო ბუნებრივი ალტერნატივაა.

ტანის მოვლა – ერთმანეთში კარგად არეულ ქოქოსის კარაქს და მარილს (ან ყავისფერ შაქარს) დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და საუკეთესო ტანის სკრაბს მიიღებთ, კანის დასარბილებლად კი, აბაზანის მიღებამდე რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი დაუმატეთ წყალს.

მაკიაჟის მოშორება – მაკიაჟის ან გრიმის მოსაცილებლად წაისვით სახეზე ქოქოსის ზეთი და გაიჩერეთ ხუთი წუთით, მერე კი, მოიწმინდეთ სველი ხელსახოცით.

სახის გაპარსვა – ქოქოსის ზეთის გამოყენება მამაკაცებსაც თავისუფლად შეუძლიათ, მითუმეტეს, რომ ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო რბილი და კანისთვის სასარგებლოა, ვიდრე ქარხნული წარმოების საპარსი ქაფი.

აკნესთან ბრძოლა – კანის გაღიზიანებისა და ანთებითი პროცესის ჩასაქრობად, გაწმენდის შემდეგ თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ზეთი, რომელიც ბაქტერიციდული თვისებებით ხასიათდება და სახეზე ერთგვარ დამცავ აპკს ქმნის.

ნაოჭებთან ბრძოლა – ქოქოსის კარაქი ნებისმიერი ძვირადღირებული ანტიასაკობრივი საცხის საუკეთესო ალტერნატივაა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ნაოჭების გაჩენას.

თავის კანის მოვლა – შეიზილეთ თმაში ქოქოსის ზეთი და დაიცავით თავის კანი ქერტლის გაჩენისგან!

მზის დამწვრობა – თუ მზეზე დაიწვით, წაისვით გაწითლებულ კანზე ცოტა ქოქოსის ზეთი, რომელიც დაამშვიდებს, დააარბილებს და დაიცავს კანს აქერცვლისგან.

ქოქოსის ზეთს ასევე გააჩნია საოცარი სამკრუნალოთვისებები:

ქოლესტერინის რეგულირება – ლაურინის ზეთის წყალობით, ქოქოსის კარაქი ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს, იცავს გულს და სისხლძარვებს დაავადებებისგან.

სტრესის მოხსნა – ქოქოსის ზეთი არომათერაპიის საუკეთესო საშუალებაა. დაიზილეთ საფეთქელი ან გაიკეთეთ თავის კანის მასაჟი ქოქოსის ზეთით და სწრაფად მოიხსნით სტრესს და დაღლილობას.

წაისვით ქოქოსის ზეთი კოღოს ნაკბენზე და სწრაფად განთავისუფლდებით ქავილსა და არასასიამოვნო შეგრძნებასგან.

ყელის ტკივილის და ხველის სამკურნალოდ დაუმატეთ ქოქოსის ზეთი ჩაის და მიირთვით დღეში რამდენჯერმე.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია