კურკუმას ჯადოსნური სამკურნალო ნარევი წყალთან!

1102

კურკუმას ჯადოსნური სამკურნალო ნარევი წყალთან!

ამ ფანტასტიკურ სანელებელს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში…

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სანელებელია, რადგან მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები.

ყველა ამ სარგებელზე პასუხისმგებელი მთავარი კომპონენტია კურკუმინი. მისი საოცარი თვისებები დადასტურებულია 7000-ზე მეტ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.

ამრიგად, წყალი კურკუმათი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამკურნალო სასმელია. ასეთი წყლის მოსამზადებლად საკმარისია წინასწარ გახურებულ წყალს დაუმატოთ კურკუმას ფხვნილი და კარგად ავურიოთ.

ასეთი წყლის გამოყენება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოცაა:

ხსნის ართრიტის სიმპტომებს:

კურკუმინს აქვს უფრო ძლიერი აქტივობა, ვიდრე დიკლოფენაკს, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, სახსრების ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ.

აჩერებს ტიპი 2 დიაბეტს:

Auburn University-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმას დანამატები შეიძლება იყოს დიდი დახმარება დიაბეტის შებრუნების პროცესში.

ებრძვის ანთებას:

მრავალი დაავადება ქრონიკული ანთების შედეგია. თუმცა, ამ სანელებელს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები და უფრო კარგად ებრძვის ანთებას, ვიდრე ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

აუმჯობესებს საჭმლის მონელებას:

კურკუმას რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რადგან ის ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას.

იცავს ღვიძლს: ეს სანელებელი ასევე სასარგებლოა ჯანსაღი ღვიძლისთვის. ის იცავს ღვიძლს ტოქსიკური დაზიანებისგან და აღადგენს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს.

ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას:

კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ძლიერი კავშირი კოგნიტურ აშლილობებს შორის, როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერის დაავადება და გარკვეული ტიპის ჰორმონის ზრდის დონის შემცირება, რომელიც ცნობილია როგორც ტვინისგან მიღებული ნეიროტროფიული ფაქტორი. თუმცა, ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ კურკუმინს აქვს სასარგებლო გავლენა ამ ჰორმონის დონეზე, ამიტომ შეიძლება გავლენა იქონიოს ტვინის ზოგიერთ დაავადებაზე ან ტვინის ფუნქციის დაქვეითებაზე დაბერების გამო.

“ატუტეებს” სხეულს: ეს სანელებელი საკმაოდ ტუტეა, ამიტომ დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. კერძოდ, ორგანიზმის ტუტე გარემო არ არის შესაფერისი კიბოს განვითარებისთვის, რადგან ის მხოლოდ მჟავე გარემოში ხარობს.

აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას: კურკუმას აქტიური ინგრედიენტი კურკუმინი ხელს უშლის სისხლის შედედებას. ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ხელს უშლის დაბერებას. კურკუმინი წარმატებით თრგუნავს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის ანთებას, რაც დაბერების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

Facebook კომენტარები