პროპოლისის და ნივრის ნაზავი ათეროსკლეროზის სამკურნალოდ! ეს ინფორმაცია ბევრს გამოადგება. .

734

პროპოლისის და ნივრის ნაზავი ათეროსკლეროზის სამკურნალოდ! ეს ინფორმაცია ბევრს გამოადგება. .

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება. ის სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენით ხასიათდება.  მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია. ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია.

რისკ-ფაქტორები

ათეროსკლეროზი განსაკუთრებით სარისკოა მამაკაცებში 50 წლიდან და ქალებში 60 წელს ზემოთ. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, რომლებსაც ათეროსკლეროზის გამოწვევა შეუძლიათ ძალიან ბევრია, მათ შორის დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს.  რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება: ასაკი, სქესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება.

ასევე ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს: ფიზიკური აქტივობების ნაკლებობას, ფსიქოემოციურ დაძაბულობას, ნერვულ ტრავმებს, ცხოვრების გადატვირთულ რიტმს და ა.შ.

გამოვლინებები

ათეროსკლეროზის გამოვლინება კლინიკურად სხვადასხვანაირი სახით გვხვდება. რადგანაც ათეროსკლეროზი აზიანებს მთავარ არტერიებს, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის, ტვინის, თირკმლის, ქვედა კიდურების არტერიების შევიწროებით გამოწვეულმა სიმპტომები. გამოვლინებებია:

  • გულის იშემიური დაავადება, რომელიც ვლინდება გულის არეში ტკივილის გამოვლინებით.
  • სისხლის მიმოქცევის მოშლა, რამაც შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს.
  • სიარულისას კიდურების ტკივილი, კოჭლობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებში შეიძლება გამოვლინდეს ერექციის დისფუნქციით.

როგორ ვუმკურნალოთ ათეროსკლეროზს სახლის პირობებში? გთავაზობთ არაჩვეულებრივ რეცეპტს ხალხური მედიცინისგან!

ათეროსკლეროზის განვითარების შეჩერებაში პროპოლის-ნივრის ბალზამი დაგეხმარებათ:

მინის მუქ ჭურჭელში მოათავსეთ 200გ ფაფისებურ მასამდე დაჭყლეტილი ნიორი, დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 12-14 დღე ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას. გადაწურეთ, დაუმატეთ 30მლ პროპოლისის ნაყენი, 50გ ნატურალური თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ ყველა კომპონენტის სრულად გახსნამდე და კიდევ 7 დღე გააჩერეთ. მიიღეთ 10 წვეთი 50გ თბილ რძეში გახსნილი, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია