პოდაგრის მკურნალობა იოდითა და ასპირინით: 2 გასაოცარი რეცეპტი!

4039

იცოდით პოდაგრის მკურნალობა იოდითა და ასპირინით რომაა შესაძლებელია?!: 2 გასაოცარი რეცეპტი!

ჩვენ ერთგულ მკითხველთაგან ალბათ უმეტესობამ მაინც იცის, რომ იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ჩატარებული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების მძაფრ კერას.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

გასაოცარი რეცეპტი 1:

საჭიროა _ იოდი – 10 მლ, ასპირინი – 5 აბი

იოდი ჩაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშხვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

ყოველ დღე ძილის წინ წაისვით დაზიანებულ სახსრებზე ხსნარი, რის შემდეგაც დაითბილეთ ეს ადგილი (ფეხებზე ჩაიცვით წინდები, ხოლო ხელებზე – ხელთათმანები). დილას ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. მკურნალობის კურსი – პოდაგრის სრულ გაქრობამდე უნდა მიმდინარეობდეს.

გასაოცარი რეცეპტი #2 : 

საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი შემდეგია:

იოდი – 10 მლ, ასპირინი – 2 აბი, 1 ლიმონის ახალდაწურული წვენი

ყველაფერი მოამზადეთ და გამოიყენეთ იგივე წესით, როგორც წინა რეცეპტშია აღწერილი, ოღონდ იოდის და ასპირინის ხსნარს დაუმატეთ ლიმონის წვენიც.

ორივე რეცეპტი მსგავსი ეფექტებით გამოირჩევა. ამიტომაც სურვილისდა მიხედვით რომელიც გსურთ ის გამოიყენეთ და რაც მთავარია დაიცავით ზემოთ აღნიშნული დოზები!

გისურვებთ ჯანმრთელობას

Facebook კომენტარები