გაწუხებთ ფეხებში წვის შეგრძნება? ჩვენ გასწავლით ეფექტურ მეთოდს ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად!

3144

გაწუხებთ ფეხებში წვის შეგრძნება? ჩვენ გასწავლით ეფექტურ მეთოდს ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად!

მოგეხსენებათ ფეხებში წვის შეგრძნება საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში წვის შეგრძნება იმდენად მძაფრია, რომ პიროვნებას ჩაძინებაც კი უჭირს. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც წვასთან ერთად შესაძლოა განიცდიდეთ ჩხვლეტას, ფეხების დაბუჟებას ან ორივეს ერთად.

არსებული პრობლემის შესაძლო გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: დაღლილობა ან კანის ინფექციური დაავადებაც კი. ასევე როგორც წესი ფეხებში წვის შეგრძნების გამომწვევი მიზეზია პერიფერიული ნეიროპათია.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ალკოჰოლიზმი, ქიმიოთერაპია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, დიაბეტური ნეიროპათია, ვიტამინურდეფიციტური ანემია, ჰიპოთირეოზი და სხვა.

ასევე აღნიშნული პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან! თუ საკითხია ნამდვილად აქამდე მოდის, მაშინ არსებობს რამდენიმე ტრადიციული, ხალხური მეთოდი, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და შესაბამისად ამით გვარდება ფეხებში წვის შეგრძნებაც.ამისათვის კი საჭიროა მოამზადოთ შემდეგი ნარევი: 2 სუფრის კოვზი კუკრკუმა შეურიეთ წყალს იმ რაოდენობით, რომ პასტის მსგავსი ნარევი მიიღოთ. აღნიშნული ნარევი კი დღეში 2-ჯერ უნდა დაიდოთ მტკივნეულ ადგილას, ასევე გაითვალისწინეთ, რომ კურკუმამ ეგ ადგილი შესაძლოა გაგიყვითლოთ, თუმცა ყველაფერი დროებითია ნუ შეშინდებით!.

სულ ეს ნამდვილად არ არის! ამ საშუალებასთან ერთად უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, დაკავდით სპორტით და ხშირად დაასვენეთ ფეხები!

შედეგად კი ფეხებში წვის შეგრძნება ნელ ნელა დაიკლებს!

Facebook კომენტარები