ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეინარჩუნებთ ჯანსაღ გულ–სისხლძარღვთა სისტემას და თავიდან აიცილებთ დაავადებების განვითარების რისკს…

1155

ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეინარჩუნებთ ჯანსაღ გულ–სისხლძარღვთა სისტემას და თავიდან აიცილებთ დაავადებების განვითარების რისკს…

კარგად მოგეხსენებათ მსოფლიოს მასშტაბით რაოდენ მძლავრადაა გავრცელებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შესაბამისად ყოველთვის მნიშვნელოვანია მისი დროული დიგნოსტიკა და მკურნალობა.

ამავდროულად არ უნდა გამოგეპაროთ სიმტომები, რათა დროულად მიმართოთ ექიმს.
ამ ყველაფრის ფონზე კი რაღა თქმა უნდა გადავწყვიტეთ, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ან მიუთითებს დაავადებების განვითარების რისკზეაუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ადამიანს დღე–ღამის განმავლობაში მინიმუმ 7–8 საათი უნდა ეძინოს. მათ კი ვისაც 5–6 სათი სძინავთ, არიან გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ. ძილი ხელს უწყობს ინსულინის რეგულირებას, ხოლო როცა არსაკმარისად გვძინავს შაქრის დონე იმატებს სისხლში. აქედან გამომდინარე ჩნდება ჭარბი წონის პრობლემაც, რაც სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას.

ასევე წონის მატება გარდა უძილობისა, სხვა ფაქტორებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ ეცადეთ მოახდინოთ წონის კორექცია და თავიდან აირიდოთ გულის დაავადებების განვიტარების რისკი.

ხდება ისეც, რომ მიუხედავად სწორი ძილის რეჟიმისა, გვაწუხებს ქრონიკული დაღლილობა. ეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, ამიტომ დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.

გაგიკვირდებათ და თქვენი წელის გარშემოწერილობაც მიუთითებს ხართ თუ არა რიკს ჯგუფში. მაგალითად: მამაკაცებს, რომელთა წელის გარშემოწერილობა აღემატება 115–ს და ქალბატონებს, რომელთა წელის გარშემოწერილობაც აღემატება 100–ს, არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარების სერიოზული რისკის ქვეშ.

ხვრინვა ხელს უშლის სწორ სუნთქვას და მიუთითებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებაზე. ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს.

უნდა იცოდეთ ისიც, რომ მარილის ჭარბი მოხმარება საგრძნობლად ზრდის არტერიულ წნევას. ამ ყველაფერს კი მივყავართ გულ– სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებამდე. 55 წელს ზემოთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მარილის მოხმარებისას.

ასევე არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას” ყურადღებით გაეცანით. .

კვირაში 4–ჯერ, რომ შეასრულოთ მსუბუქი ვარჯიში 30–40 წუთიანი ეს სავსებით საკმარისი იქნება. ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში და მაღალი წნევის დარეგულირებაში.

ყოველდღე 50–100 მლ. წითელი ღვინო აუმჯობესებს გულის მდგომარეობას, რადგან ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გაფრთხილება! არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დოზას, მითუმეტეს ყოველდღიური მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, არითმია, მაღალი წნევა, გულის კუნთის დაზიანება ან გულის უკმარისობა.

და ბოლოს ესეც მნიშვნელოვანია გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მემკვიდრეობითიც შეიძლება იყოს. ამიტომ თუ გყავთ ასეთი ოჯახის წევრი, ჩაიტარეთ გამოკვლევები წელიწადში ერთხელ, რომ არაფერი გამოგეპაროთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია