თუ გაწუხებთ არტერიული წნევა, მაშინ ამ ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა გაეცნოთ! წნევის დარეგულირება ასე მარტივი არ მეგონა
ბოლო პერიოდში ნიორი ნელ ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ბევრმა მეცნიერმა და მკვლევარმა დაამტკიცა მისი სამკურნალო ეფექტი და უნარი მაღალი წნევის მართვაში.
თუმცა მარტო ეს როდია, ნიორი ასევე საკმაოდ ცნობილია, როგორც ორგანული და ბუნებრივი წამალი გულის დაავადებების, ცუდი ქოლესტერინის შესამცირებლად და ზოგადად დაავადებების წარმატებით და ეფექტურად სამკურნალოდ.
ნიორი ოდითგანვე ცნობილია ალიცინის მაღალი შემცველობით. გარდა დამახასიათებელი სპეციფიკური სუნისა, ნიორი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხიმების შესამცირებლად, რომლებიც გროვდება არტერიების კედლებზე. სინამდვილეში კი, ალიცინი აჩერებს სისხლის ვენების შეკუმშვას, ბლოკავს ანგიოტენზინის აქტივობას და არტერიული წნევის მატებას. ამიტომ ჩვენ გირჩევთ ნიორს, როგორც სრულყოფილ ბუნებრივ ინგრედიენტს თქვენი გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.
ასევე გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ნიორი საუკეთესოდ გამოიყენება ნატურალური სუფთა სახით და არ გირჩევთ მის მაღალ ტემპერატურაზე მოხარშვას. მეტსაც გეტყვით, ნივრის დაჭყლეტისას ის გამოყოფს ალიცინს, ხოლო მოხარშვისას ნიორი კარგავს თავის მთელ სამკურნალო უნარს. არსებობს ნიორზე დაფუძნებული სხვადასხვა დანამატი, როგორიცაა: ნივრის ფხვნილი, ნივრის ექსტრაქტები და ნივრის ტაბლეტები.
და მაინც მთვარი კითხვა რამდენი ნიორი უნდა მივირთვათ დღის განმავლობაში?
თუ გსურთ დღის განმავლობაში დაარეგულიროთ არტერიული წნევა, მაშინ რეკომენდებულია მიიღოთ დაახლოებით 1გ ნიორი. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწყვითოთ არტერიული წნევის დამწევი მსუბუქი მედიკამენტის მიღებაც. ასევე სასურველი იქნება, რომ მიმართოთ თქვენს ექიმს სწორი დოზირების შესახებ და ასევე გაარკვიოთ შეგიძლიათ თუ არა ნივრის მირთმევა თქვენთვის დანიშნულ აბებთან და მედიკამენტებთან ერთად.
ასევე არ დაივიწყოთ ის ფაქტორი, რომ თუ არტერიული წნევის დარეგულირება გსურთ, მას სრულად ვერ დაარეგულირებთ მხოლოდ ნივრის მირთმევით.
საქმე იმაშია, რომ თუ არ გაწუხებთ ნივრის თავისებური სპეციფიკური სუნი, შეგიძლიათ მიირთვათ უმი სახით. მაგრამ თუ ნივრის სუნს ვერ იტანს, მისი მოხმარების ალტერნატიული გზებიც არსებობს. კერძოდ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიორზე დაფუძნებული ტაბლეტები, რომლებიც სააფთიაქო სივრცეში არა ერთია და ბევრად ნაკლებ ქიმიკატებს შეიცავს, ვიდრე ზოგადადარტრეიული წნევის დამწევი საშუალებები
ასევე Მნიშვნელოვანია!!!
თითოეულმა თქვენგანმა უნდა მიმართოს ექიმს ნივრის მიღების შესახებ, სანამ დაიწყებთ მის მოხმარებას, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტურ მოქმედებას, რომელსაც თქვენ უკვე იყენებთ!